ირაკლი კობახიძე: არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა - მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს

„არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა, როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ საკუთარ ქვეყანას.
„ნეტავ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღზეც არ არის საუბარი, მინიმალური მოთხოვნა რომ დავაყენოთ, ნეტავ არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა. ამაზე მეტი მოთხოვნაც არ გვაქვს. ნუ იქნება ბოლომდე ჯანსაღი, ნუ იქნება ბოლომდე კომპეტენტური, ოღონდ არსებობდეს ამ ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც უბრალოდ, არ იქნება უცხოური აგენტურა. მეტი მოთხოვნა ხომ არ გვაქვს, ეს არის ერთგვარი მინიმალური მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერმა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა დავაყენოთ. არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა.
რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მცირე პოლიტიკურ პარტიებს, არის ერთი-ორი პატარა პარტია, რომელიც შეიძლება გარედან არ იმართება, მაგრამ რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ პარტიას, თქვენ იცით, როგორ გადანაწილდა არჩევნებზე შედეგები,
54% ავიღეთ ჩვენ, 38% იმ ოთხმა პარტიამ და 8% დანარჩენმა. იმ 8%-ში შეიძლება ზოგი ასეთი სუბიექტი შეიძლება იყოს, ზოგი ისეთი, მაგრამ რაც შეეხება 38%-ს, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის უცხოური აგენტურა. რომელიც ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხო ძალას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკის ახალი ხელისუფლება უწოდებს „დიფ სთეითს“ და .შ.
ამიტომ არათუ პრობლემაა მათი არშესვლა საკრებულოებში ან დიდი დოზით არშესვლა, პირიქით, ეს არის ერთგვარი შანსი იმისა, ეს აგენტურული ოპოზიცია ჩანაცვლდეს პერსპექტივაში ისეთი ოპოზიციით, რომელიც მინიმუმ, საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგება.
კომპეტენციას და სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ - მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იდეალური ხელისუფლება, დემოკრატიის კანონია, რომ არ შეიძლება, რომელიმე ხელისუფლება იღებდეს 65,-70%-ს.
ბუნებრივად არსებობს ოპოზიციური ნიშა. ასეთია დემოკრატიის ბუნება. როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები.
ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელსაც ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე. მართალია, ეს შეიძლება ვერ ესწრება თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაგრამ რისი პირობაც შეგვიძლია მივცეთ საზოგადოებას, არის ის რომ არჩევნებამდე ჩვენ აუცილებლად სარჩელს გავამზადებთ და შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება პროცედურებს, წესით, არ უნდა დასჭირდეს დიდი დრო. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებადია ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...