ირაკლი კობახიძე - პროცესები ისე მიდის ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, ცვლილებების დრო აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც

 „პროცესები ისე მიდის თავად ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში ცვლილებების დრო შეიძლება, აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე ყველას აქვს სერიოზული შეშფოთება იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რასაც ადრე უფრო მშვიდად უყურებდნენ და ეს არის მათ შორის ეროვნული იდენტობა და ეკონომიკური პრობლემები.

„ჩვენი მეგობარი ქვეყანა უნგრეთი, რომელიც დღეს უკვე არის ევროკავშირის წევრი, ისიც ასევე აკრიტიკებს ევროკავშირის მიდგომებს. მას არ მოსწონს, როგორ მუშაობს ბრიუსელის ბიუროკრატია და იქ რჩება, მაგრამ აკრიტიკებს. რისი თავსმოხვევაც უნდოდა ბრიუსელის ბიუროკრატიას „დიფ სთეითის“ დავალებით, ეს იყო უკონტროლო მიგრაცია. ორი თემა იყო რეალურად, რის გამოც უნგრეთს შეულახეს იმიჯი და წარმოაჩინეს უნგრეთი, როგორც რაღაც ტოტალიტარული სახელმწიფო. ერთი იყო ის, რომ ის უპირისპირდებოდა ტოტალურ იმიგრაციას უნგრეთში. თუ ჩახვალთ უნგრეთში და შემდეგ შეგიძლიათ, შეადაროთ ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს, უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც საკუთარი ეროვნული იდენტობა აქვს შენარჩუნებული. ბუდაპეშტში რომ გაივლი, ეს არის ქალაქი და ქვეყანა, რომელსაც თავისი ეროვნული იდენტობა მთლიანად აქვს შენარჩუნებული. რამდენი ასეთი ქვეყანა იცით, რამდენი ასეთი დედაქალაქი იცით ევროკავშირის მასშტაბით? - ძალიან ცოტა, რატომ? რადგან „დიფ სთეითის“ დავალებით, დაკვეთით ტოტალური იმიგრაცია წავიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დღეს არის არაერთი დედაქალაქი, სადაც იმიგრანტი მოსახლეობა უკვე აჭარბებს ადგილობრივ მოსახლეობას. უნგრეთი უფრთხილდებოდა და უფრთხილდება საკუთარ ეროვნულ იდენტობას, ამის გამო ლამის დიქტატურად და სისხლიან ტოტალიტარიზმად გამოაცხადეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მეორე თემა იყო ლგბტ პროპაგანდა, რომელსაც უნგრეთი არ უშვებს.

„იმის გამო, რომ უნგრეთი იცავს თავის ეროვნულ იდენტობას და საკუთარი მოსახლეობის პიროვნულ იდენტობას, ამის გამო მტრად ჰყავთ გამოცხადებული. უნგრეთს აქვს იმედი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიაში მიდგომები რაღაც მომენტში შეიცვლება და აქედან გამომდინარე, ისინი არ განიხილავენ სხვა სცენარს. ჩვენთვისაც იგივეა ამოსავალი წერტილი, როგორც ამერიკაში მოხდა. აშშ-ში მანამდე იყო რადიკალურად განსხვავებული მიდგომები USIAD-ი, NED-ი, რევოლუციების დაფინანსება, სისხლიანი რევოლუციები, ომის მხარდაჭერა, ლგბტ პროპაგანდა, ყველაფერი უბედურება და შეიცვალა, ჩვენც ამის იმედი გვაქვს. პროცესები ისე მიდის თავად ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში ცვლილებების დრო შეიძლება, აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც. ყველას უკვე აქვს სერიოზული შეშფოთება იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რასაც ადრე ცოტა უფრო მშვიდად უყურებდნენ. ეს არის ეროვნული იდენტობა. იმდენად უხეშად შეეხნენ საზოგადოებებს, როგორც ეროვნული, ასევე პიროვნული იდენტობის კუთხით, რომ ამან პირველადი მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მე მგონია, რომ ეს რეაქცია უნდა გამძაფრდეს, თუ კიდევ რაღაც ახალი უბედურება არ მოხდა ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და ეს ეკონომიკური პრობლემებიც გამოწვეულია იმით, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სუვერენული ხელისუფლებები არ მართავენ.

„პრობლემებია ეროვნულ იდენტობასთან, პიროვნულ იდენტობასთან, არის ეკონომიკური პრობლემები. ჩვენ რომ ჩავდივართ გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში და ა.შ. დადებითად გვაოცებს ის განვითარებული ინფრასტრუქტურა და სხვა, რაც ევროპაში გვხვდება, მაგრამ ეს არის ინერცია. გერმანიას, მაგალითად, შარშანაც და შარშანწინაც ჰქონდა ეკონომიკური ვარდნა -0,2 და -0,3 პროცენტი, ეკონომიკა არ იზრდება, არის ეკონომიკური რეცესია. გერმანული ინდუსტრია თანდათანობით გადადის ოკეანის გაღმა და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745001149

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...

გია ვოლსკი

1744999474

ახალი ამბები

ამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება

არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...

ანალიტიკოსი

1744997500

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...

დავით მათიკაშვილი

1744994444

ახალი ამბები

მეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...

მეუფე შიო

1744992913

ახალი ამბები

ხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...

რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა