ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ რომ ავყოლოდით იმას, რასაც გვიკიჟინებდნენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აქ იქნებოდა სისხლის ღვრა და უბედურება

ის, რომ რუსეთი საქართველოს დედაქალაქიდან 30 კმ-ში ტანკებით არის მდგარი, მთელი სტრატეგიული ობიექტები გადაეცა და ყოველგვარი პირობის გარეშე იძახდა მათი ლიდერი - პუტინთან დალაპარაკება მსურსო, ეს ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. ვინც მაშინ წააქეზა ეს ჩვენი ვაი ლიდერი და აგვისტოს ომი რეალობა გახდა, სწორედ ამ ძალის ინტერესებში არის, რომ საქართველო მუდმივ დაპირისპირებაში იყოს რუსეთთან, ანუ არასდროს არ დადგეს ის ჟამი, როდესაც საქართველო შეძლებს იმას, რომ მოახერხოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველომ გონივრული პოლიტიკა უნდა გაატაროს და განვითარების გზით უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სჭირდება კონფრონტაციის სულ მცირე შესუსტება მაინც, ამიტომ მუდმივად კონფრონტაციული რეჟიმი უნდა იყოს, ანუ ნებისმიერი რაციონალური მიდგომა ქართულ პოლიტიკაში მაშინვე ძირშივე უნდა იყოს ტორპედირებული - ეს არის ამ ძალების მიზანი. ჩვენ მსოფლიო გამოცდილებამ გვაჩვენებს, რომ ორი გზა არსებობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ერთი გზა არის სამხედრო გზა, რომლის არანაირი არანაირი შანსი საქართველოს არ გააჩნია და ამასთან ერთად, ჩვენ არ გვინდა რომ ოსთან და აფხაზთან ისევ იარაღის პირით ვისაუბროთ. ეს ასე ვთქვათ, ჩვენი უპირობო დამოკიდებულებაა. მეორეც, რუსეთთან ომი წარმოგვიდგენია რაც არის და აღარ გავაგრძელებ ამ აბსურდზე საუბარს. სხვა გზა არის სწორედ განვითარების გზა. როგორც თავის დროზე გერმანიის კანცლერმა საქართველოს უთხრა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს წარმატება, ეს არის განვითარება სტრატეგიული თმენის რეჟიმში. ანუ, ჩვენ თუ გონივრული პოლიტიკა არ გავატარეთ და ჩვენ თუ ავყვებოდით იმას, რასაც ჩვენ გვიკიჟინებდნენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დღეს 9 აპრილი იქნებოდა რომ იტყვიან ერთი პატარა, ტკბილად მოსაგონებელი მომენტი, ისეთი სისხლის ღვრა და უბედურება იქნებოდა აი, ამ ვითომდა ცხელგულიანი და ცხელთავიანი ადამიანების ხელში რომ ყოფილიყო საქართველო ჩავარდნილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი