კადრები სარფიდან: სატვირთოში დამალული მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ შემოსვლას გეგმავდნენ - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის, საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: 1993 წელს დაბადებული ი.ო-ს და 1999 წელს დაბადებული ქ.ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტი „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა.

პოლიციამ სამივე მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული დ.ი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს დატოვებას ცდილობდა“, - ვკითხულობთ შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე, 344-ე, 24-344-ე პრიმა და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730036874

საინტერესო ამბები

„არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე პურის ბოლომდე შეუჭმელი ნაჭრები“ - ვანგას რჩევები სახლში ბარაქის მოსაზიდად

ცნობილ ბულგარელ ნათელმხილველს ვანგას ჰქონდა საკუთარი წესები, რომლებიც ფულისა და ბარაქის სახლში მოზიდვას უკავშირდება.  გთავაზობთ 7 რჩევას ვანგასგან, რომელსაც ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის ვანგა თა...

ააა

1730031044

ახალი ამბები

„არჩევნების დღეს ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული“ - ეუთო-ს კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

„არჩევნების დღეს ხმის მიცემა კარგად იყო ორგანიზებული, პროცესი იყო უკვე კარგად ადმინისტრირებული და აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექ...

პასკალ ალიზარდ

1730027206

საზოგადოება

„საქართველოს სიამაყე...“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად ილია თოფურიას ბრძოლას დაესწრო

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. შემდეგ კი, უამრავი პროე...

 რუსკა ქარქაშაძე

1730022540

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ეს დღე ქორწინებისთვის, შენაძენებისთვის და ახალი საქმის დაწყებისთვის“- 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 27 ოქტომბრის შესახებ საუბრობს.  „მთვარე ქ...

ხათუნა ნოელი

1730021555

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ „Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „Pro V&V”-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა. შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცენტრალურ...

საარჩევნო ადმინისტრაცია