კახა კალაძე: ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები

„რომელიღაც ევროპელ ბიუროკრატს ქართველი ხალხის არჩევანი რომ არ მოეწონა და მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, სწორედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხის განხილვის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, საქართველო იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მზად არის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და არა ბატონობისთვის.
„მსგავსი ტონით საუბარი და ასეთი მუქარები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობის, მეგობრობისა და ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. ზემოდან მაყურებლების ბატონური ტონი მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, გვჭირდება პარტნიორები, მეგობრები და არა ბატონები.
ჩვენ ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა, დღეს რაც ხდება ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, არც ევროპულობასთან არის კავშირში და არც დემოკრატიულობასთან. ჩვენ ევროპული მომავალი იმიტომ გვინდა და იმიტომ ვიბრძვით, რომ ჩვენთვის მთავარია ღირებულებები და არა კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ შეიძლება არ იყვნენ. ვინ ეკითხებათ მათ, როცა მოგვიწოდებენ, რომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები? ევროსაბჭო კი არ არის ჩვენი უფროსი, არამედ - ქართველი ხალხი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნებში მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. რომელიღაც ევროპელ ბიუროკრატს ქართველი ხალხის არჩევანი რომ არ მოეწონა და მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს, სწორედ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს სცდება ევროპულ ღირებულებებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ორმაგი სტანდარტები, რასაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოსთან მიმართებით იყენებს.
„როდესაც აშშ-დან კეთდებოდა განცხადებები გერმანიაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ გერმანელი პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელიაო. გავიხსენოთ გერმანიის ელჩი რას კადრულობდა ჩვენი არჩევნების დროს. ან სხვა ევროპელი ბიუროკრატები. ასევე, რუმინეთში საერთოდ არჩევნები გააუქმეს, კანდიდატი საერთოდ მოხსნეს. მიზეზად კი ის დაუდეს, რომ სოციალურ პლატფორმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მეტი თანხა დახარჯაო. ამისთვის იბრძოდნენ საქართველოშიც, რომ სასამართლო ჩაეგდოთ ხელში და ასეთი გადაწყვეტილებები მიეღოთ. მსგავსი ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ჩვენ ასეთ სიბინძურეს ვერ შევეგუებით და თავს ვერ დავუხრით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1744913119
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ „დიფ სთეითმა“ ქართველ ხალხზე ზეწოლის ბერკეტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც გამოიყენოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკე...
1744911668
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქს...
1744909285
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო, დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა
მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი...
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...