კახა კალაძე გიორგი გახარიაზე: აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხებს აფიქსირებდა, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან, ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები იყო, როდესაც კითხვები მოდიოდა სხვადასხვა ტიპის. ასევე, ჩვენ თუ გავიხსენებთ მის ინტერვიუებს, რადიკალურად ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდს გახარიას გადაყენება უნდოდა, თუმცა „ქვეყნის გარედან დარეკეს და უთხრეს, რომ მისი გადადგომა არ იყო მიზანშეწონილი“.

„მე ვადასტურებ აღნიშნულს. ნამდვილად იყო ზარი და მოთხოვნა, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ამ ყველაფერზე ღიად ვისაუბოთ სახელებით და გვარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე ბევრი კითხვა ჩნდება.

„რეალურად, თუ გავაანალიზებთ 20 ივნისის ღამეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იგივე სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებაზე. ჩვენ ამის შემდეგ ბევრი აქცია გვინახავს, ბევრი მოქმედებები ვნახეთ სპეციალური დანიშნულების რაზმის, რადიკალურად განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული ხელწერა. შესაბამისად, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის ქმედებები, თუ როგორ მუშაობდა და როგორ იყო განლაგებული სპეცრაზმი. პროფესიონალები ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ, მათ შეუძლიათ, უფრო სიღრმეებში შევიდნენ, თუმცა რაც ზედაპირზეა, ვფიქრობ ძალიან ნათელია ყველაფერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745001149

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...

გია ვოლსკი

1744999474

ახალი ამბები

ამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება

არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...

ანალიტიკოსი

1744997500

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...

დავით მათიკაშვილი

1744994444

ახალი ამბები

მეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...

მეუფე შიო

1744992913

ახალი ამბები

ხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...

რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა