ლაიმა ანდრიკიენე: ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სანდო არ არის

 ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ძალიან გაუმჭვირვალეა. სრული სურათი საკმაოდ დაბურულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არც გამჭვირვალეა და არც სანდო, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლაიმა ანდრიკიენემ, რომელმაც ევროკავშირის აუდიტის დასკვნა მოამზადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა ამ პროცესში საჭიროა მეტი სიცხადე.

„ჩვენ ვნახეთ 70 000 ქეისი და მათგან 90% საერთოდ არ აკონკრეტებს არასამთავრობოა თუ არა. ამას ემატება ის, რომ ევროკომისიის სხვადასხვა სააგენტოებს, დეპარტამენტებს და ორგანოებს განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ იმ რეციპიენტებზე ანუ მიმღებებზე, ვისაც ისინი NGO-ებს უწოდებენ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ერთ NGO-ს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ტენდერში დაფინანსების მისაღებად და შეუძლია მეორე, სხვა დეპარტამენტის, სააგენტოს ტენდერშიც ჩაერთოს. მკაფიო უნდა იყოს სისტემა და გვჭირდება გამჭვირვალობა. ეს არის საკითხი, სადაც პროცესის გამჭვირვალობა გადამწყვეტია. მაგალითად, ვიპოვეთ ერთი კვლევითი ინსტიტუტი, რომლის კლასიფიცირება იყო არასამთავრობო ორგანიზაციად, მაგრამ ამ ინსტიტუტის მმართველი ორგანო მთლიანად შედგენილი იყო მთავრობის წარმომადგენლებით. ჩვენ ასევე ვიპოვეთ კიდევ ერთი რეციპიენტი, რომელიც გატარებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციად, მაგრამ მის წევრებს ჰქონდათ ნათლად კომერციული ინტერესები და ისინი დააფინანსა ევროკომისიამ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს კი სრულ წინააღმდეგობაშია იმ განმარტებასთან, რაც თავად ევროკავშირის მიერაა დაწესებული. ასე გაგრძელება არ შეიძლება და ასე ვერ გავაგრძელებთ. ყველაფერი უნდა იყოს წესრიგში. როდესაც ევროკავშირის წევრებს გადავხედეთ, 27-დან მხოლოდ 6-ს აქვს NGO-ს განმარტება მათ ნაციონალურ კანონმდებლობაში. ჩვენი 2018 წლის აუდიტის დასკვნა საუბრობდა ამ საკითხის მკაფიოდ განსაზღვრის აუცილებლობაზე.

ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ფულზე. ეს არის ევროპელი გადამხდელების ფული. „კატარგეითი”- აი რატომაა წესრიგი, მკაფიოობა და სისტემის გამჭვირვალეობა ამ საკითხში მნიშვნელოვანი. როდესაც ისეთი შემთხვევები გვაქვს, რაზეც გვიწევს საუბარი, ეს პირდაპირ ეხება მთლიანად ევროკავშირის, ევროკომისიის, ევროპული ინსტიტუციების რეპუტაციას და დაფინანსების ყველა მიმღებ ორგანიზაციას. დავადგინეთ რომ ევროპაში 12 000 NGO ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ჩვენ ვსაუბრობთ 7 მილიარდ ევროზედა ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს 7 მილიარდი გაიცა ნამდვილად საჭიროებისამებრ არასამთავრობოებზე და არა კომერციული ან სხვა ინტერესების შესაბამისად. კატარგეითის და სხვა საქმეების ფონზე, რაც კრიმინალური ელემენტებითაა დატვირთული, მეტი სიცხადე გვჭირდება“, - განაცხადა ლაიმა ანდრიკიენემ.

ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა.დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. დასკვნის თანახმად, დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას. ევროპარლამენტარ მონიკა ჰოლმაიერის განცხადებით კი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ დონეზე პროტესტებს უჭერდა მხარს, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი