ლევან მაჭავარიანი: შეუძლებელია პოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს

 „შეუძლებელია პოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წელს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით,  მიმდინარე წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და მმართველმა გუნდმა ამისთვის მზადება უკვე დაიწყო.

„შეუძლებელია ოპოზიციამ მიაღწიოს ახალ არჩევნებს. როგორი წნეხი არის უცხოეთიდან ხვდებით და ჩვენ PACE რატომ დავტოვეთ? რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს PACE-ში, მაგრამ იქ წაგვიყენეს მოთხოვნად, რომ უნდა ჩაგვეტარებინა რიგგარეშე ახალი არჩევნები. როდესაც ვეკითხებით, თუ რის საფუძველზე ითხოვთ ამას, სიჩუმე არის, რა უნდა გვიპასუხონ, როდესაც მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს.

შესაბამისად, ოპოზიციამ კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, გავიდეთ კონსტიტუციის ფარგლებიდან - ამას არ ვიზამთ. ჩვენ მოქალაქეებს დავპირდით, არასდროს გადავდგამდით ისეთ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება ან ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ან ჩვენო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება როგორც არის ეს გაწერილი კონსტიტუციით 2028 წელს, მანამდე იქნება თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში. მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ არ მიიღებს, ვინ აიკრძალება და ა.შ. ჩვენ მაინც 100%-ით ვიქნებით მომზადებულები. იმგვარად ვემზადებით, სულ რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ გამანადგურებელი ანგარიშით უნდა გავიმარჯვოთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი