ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების ცვლილების შესახებ, წერს და აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი მიზნად ისახავს „მონობაზე უარის მთქმელი“ ქვეყნების დასჯას. როგორც ნიკოლეიშვილის აღნიშნავს, საუბარი არა ევროპული კურსის გადახვევაზე, არამედ სუვერენიტეტის განმტკიცების მცდელობაზეა, რასაც დასავლეთი ვერ ეგუება და დამატებითი ზეწოლის მექანიზმებს ამუშავებს.
„რატომ აპირებს ევროკავშირი „უვიზო მიმოსვლასთან“ დაკავშირებული წესების ცვლილებასა და აღნიშნული მექანიზმის გაუქმების გამარტივებას ? აქ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გასაგებია, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მათ „თამაშის წესებს“ არ მიიღებს, უფრო სწორედ კი, მათ მონობაზე უარს იტყვის და შესაბამისად, ისევ თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებას შეეცდება. ამისათვის, მათ ახალი მექანიზმის შემუშავება სჭირდებათ, მექანიზმი რომელიც ერთი მხრივ, მათ შეეშველებათ „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად, ხოლო მეორე მხრივ, მათ აგენტურას გზას გაუხსნის, უფრო მეტად იტლიკინონ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ, თითქოს მათ ევროპულ კურსს გადაუხვიეს, სინამდვილეში კი, ეს ქვეყნების დაშანტაჟების კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება.“ - წერს ნიკოლეიშვილი.
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...