მაია ბითაძე გიორგი გახარიაზე: მოვისმინეთ სიტყვები, რომლითაც პრაქტიკულად ბრალი დასდო რიგით პოლიციელებს... არ არის ლამაზი მოსასმენი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან

„დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, ყველას აღუძრავს ერთ განცდას, რომ ოპერაცია, რომელიც იმ დღეს დაიგეგმა, იყო ან ცუდად მომზადებული, ან ცუდად აღსრულებული, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და რომელზედაც, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს და, პრაქტიკულად, ხელახალ გამოძიებაში დააბრუნებინა სახელმწიფოს ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ გარკვეული პროცედურული საკითხები იყო დარღვეული, რასაც, საბოლოო ჯამში, მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს ეს საკითხი განიხილებოდა, მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრალი რიგით პოლიციელებს დასდო, რაც „არ არის ლამაზი მოსასმენი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან და გარკვეულ უსუსურობის განცდას ტოვებს.“
„შეიძლება პირადად ჩემთვის გარკვეულ უხერხულობას აღძრავს ამაზე საუბარი, მაგრამ ის პასუხები, რაც ჩვენ ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, აბსოლუტურ განცდას ტოვებს იმისა, რომ ისიც დაბნეული იყო ამ პასუხებში.
ცდომილებები მოვისმინეთ დღევანდელი 6 საათიანი კომისიის მიმდინარეობისას, ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია, რომელიც იქვე, თვითონ აღარ დაადასტურა და, საბოლოო ჯამში, თვალწინ წარმოგვიდგა ოპერაცია, რომელიც იყო ცუდად დაორგანიზებული და ცუდად აღსრულებული.
სამწუხაროდ, დღეს, ყოფილი პრემიერისგან მოვისმინეთ სიტყვები, რომელმაც, პრაქტიკულად, ბრალი დასდო რიგით აღმსრულებლებს და რიგით პოლიციელებს. რატომ დაიწყო რეზინის ტყვიების გამოყენება - თუ ამაზე არ გვაქვს პასუხი, თუ არ ვიცით ვინ გასცა ამის შესახებ ბრძანება, გამოდის, რომ რიგით პოლიციელებს დაუწყიათ თვითნებურად, რაც არ არის ლამაზი მოსასმენი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან და გარკვეული უსუსურობის განცდას ტოვებს,“ - აცხადებს მაია ბითაძე.
1744809672
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან. საქართველოს პრეზიდენტის ადმი...
1744808948
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7544 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1744807134
ახალი ამბები17 აპრილს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
17 აპრილს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა დაგეგმილი საგზაო ს...
1744806176
მსოფლიოგერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება
ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის...
1744804348
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს...