მაია ბითაძე: წინა მოწვევის პარლამენტში, არც ერთ კანონზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, რადიკალურ ოპოზიციას ხმა არ მიუცია და დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი

„წინა მოწვევის პარლამენტში, რომლის წევრი მეც ვიყავი, არც ერთი საკომიტეტო მოსმენა არ ჩატარებულა, სადაც რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა მიუღია და არსებითად განუხილავს ერთი საკითხი“, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, „ღამის კურიერის“ ეთერში.
მის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არც ერთი კანონისთვის, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, ხმა არ მიუცია, ახლა კი ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი და ვაჭრობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული კანდიდატის სტატუსით და ასოცირების ხელშეკრულებით.
„არც ერთ კანონზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, მათ ხმა არ მიუციათ და დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი. გვედავებიან იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ინიციირებულია, კანდიდატის სტატუსი ჩვენი მიღებულია და დღესაც ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ ვასრულებთ, მაგრამ არაფერი გვინდა და არაფერი გვიღირს ჩვენ იმად, რომ ვიღაცამ ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, აფრიკიდან ან მოსკოვიდან, დაგვიძახოს და იფიქროს ჩვენზე, რომ ვართ სახელმწიფო, რომელსაც მართავენ.“ - განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს შუა დერეფანი დიდ შესაძლებლობებს აძლევს და იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, საჭიროა სიმშვიდე, პროცესებზე დაფიქრება და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.
„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს შუა დერეფნის გამოყენებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება არა ყოველკვირეული არჩევნების ჩატარება, არამედ, გვჭირდება დაფიქრება, სიმშვიდის შენარჩუნება, დაკვირვება პროცესებზე და პარალელურად, ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება როგორც აღმოსავლეთთან, ასევე ევროპასთან,“ - აღნიშნა მაია ბითაძემ.
1744809672
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა ბაქოში მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან. საქართველოს პრეზიდენტის ადმი...
1744808948
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7544 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1744807134
ახალი ამბები17 აპრილს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
17 აპრილს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა დაგეგმილი საგზაო ს...
1744806176
მსოფლიოგერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება
ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის...
1744804348
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს...