მალე ქართული მართვის მოწმობის გამოყენებას, ევროპაშიც შეძლებთ

ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, როგორც „პირველი არხის“ ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, სულ მალე საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება ევროპულ ქვეყნებშიც შესაძლებელი იქნება.

ვლადიმერ კონსტანტინიდი: „უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, საკმაოდ მაღალია ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა. დიასპორის წარმომადგენლებმა გვთხოვეს დახმარება, მაგალითად, მართვის მოწმობის აღიარების საკითხში, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით. ახლო მომავალში მოხდება ამ სტანდარტების შეჯერება, ბევრი ჩვენი თანამემამულე შეძლებს, რომ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლოს“.

დღეს არსებული რეგულაციებით, ქართული მართვის მოწმობით სარგებლობა უცხო ქვეყნებში 6 თვიდან 12 თვემდეა შესაძლებელი, დამოკიდებულია ქვეყანაზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მძღოლი ვალდებულია, იმ ქვეყნის მართვის მოწმობა აიღოს სადაც ცხოვრობს. ამისთვის მას გამოცდის ჩაბარება მოუწევს. რაც ძალიან დიდი ძალისხმევსთან და თანხებთან არის დაკავშირებული. იმ შემთხვევაში კი, თუ უცხო ქვეყანა ქართულ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალას მიანიჭებს, საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც აღარ მოუწევთ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება და  ქართული მართვის მოწმობით სარგებლობის  შესაძლებლობა ექნებათ.

მაგრამ საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად, გამოცდის ჩაბარების კანონმდებლობა შეიცვალა და წესები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა. 2022 წლის 25 აპრილიდან თეორიულ გამოცდასთან ერთად სავალდებულო გახდება პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში. კერძოდ, ეს ეხება პირველ ეტაპზე B და BE კატეგორიის მართვის მოწმობებს, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიისთვის.

რაც შეეხება მანამდე აღებულ მართვის მოწმობებს, 2012 წლის 1 აგვისტოდან აღებული ეროვნული მართვის მოწმობით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ, ხოლო 2012 წლის 1 აგვისტომდე აღებულ მართვის მოწმობას, საქართველოს მოქალაქე მას საზღვარგარეთ ვერ გამოიყენებს. შესაბამისად, საჭიროა საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება. საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე 3 წლის ვადით. როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ ვადით, რა ვადაც შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი, ანუ დამოკიდებულია რომელ ქვეყანას რა შეთანხმება აქვს საქართველოსთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741082834

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

1741081497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...

ლევან მაჭავარიანი

1741081056

ახალი ამბები

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...

თბილისის ავარია

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი

1741078518

საზოგადოება

ლევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია

მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი