მარიამ ჯიშკარიანი: მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობდნენ, რაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გორის ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, "რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება".
"კონკრეტულად არ მინდა, დავასახელო, რა პრეპარატზეა საუბარი, ნეიროლეფსიური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობების კუპირებისთვის.
ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნებოდა ფსიქოზი.
ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, საპატიმრო დაწესებულებაში ფსიქოტროპული მედიკამენტების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება.
ამ ეტაპზე გადაყვანა ყველა წარმოდგენილი დიაგნოზის გაიდლაინებით არ შეიძლება, ვინაიდან მას დადგენილი აქვს ვერნიკეს სინდრომი არა ჩვენ მიერ და სხვა ნევროლოგების მიერ, არამედ ჩვენ მიერ ასევე დადგენილია პოსტტრავმული ნერვული აშლილობა.
ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს, კვლევა ისევ გრძელდება და შესაბამისად, გვჭირდება დასკვნისთვის მდგომარეობის დინამიკაში ასახვა", – განაცხადა ჯიშკარიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 "ხომ ამაყობდი შენი "ევროპული" ციხეებით?! ხოდა ეგდე მანდ!" - თემო გვალია
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...