„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო“- თეა წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„მგონია, რომ როგორც ერთ ქართველს მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დღევანდელ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„იმედგაცრუებას იწვევს ეს [ევროკავშირის] რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ვკითხულობთ და განცხადებებსაც ვისმენთ, მაგრამ ასევე ვამბობთ ხმამაღლა, მთელი სერიოზულობით, რომ ეს რეზოლუცია ნაწილობრივ მცდარია, სრულად მიუღებელია და სამარცხვინო. არ შეიძლება შენს პარტნიორს, რაც არ უნდა ის თვალში გეპატარავებოდეს, პირდაპირი მნიშვნელობით თავისი ფართობით, მოსახლეობის ოდენობით, თითის ქნევით ელაპარაკო და მიუთითო, მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით თუ როგორ უნდა მოიქცეს ის. მაგალითად მცდარია რეალობა, რაც მათთვის ჭეშმარიტებად ჩანს, რომ ვთქვათ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე. მცდარია რეალობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ, ამ ქვეყნისთვის არა შველა, არამედ პრობლემაა. მსგავსი მცდარი რეალობები უნდათ ჭეშმარიტებად გაასაღონ და ამაზე დაყრდნობით მორიგი სადამსჯელო ტექსტი გამოაცხონ საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ტექსტი. მგონია, რომ ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ტექსტია. ჩვენ მას რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით და გვაქვს ამის სრული უფლება. როდესაც ამას ვამბობ, კარგად ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ჩაიცინებს, თუ დაგვცინებს და იტყვის, რომ თქვენ ვინ ხართ რომ ევროპარლამენტარების მიერ კენჭნაყარ ტექსტს არ იღებდეთ და სამარცხვინოს ეძახდეთო. დიახ, როგორც ერთ ქართველს, მე მგონია, რომ მაქვს უფლება ზუსტად ისე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება რაღაც თქვას ჩვენზე, მეც მათზე ვთქვა, რომ მათი ტექსტი არის სამარცხვინო და ეს ვთქვა ამაყად“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714834399

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, გუშინ, ვარჯიშზე ხვიჩამ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიჭ...

ააა

1714834089

სპორტი

დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრებო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის...

დიმიტრი გოჩილაიძე

1714830920

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ინფორმაციას მთა...

პრემიერ-მინისტრი

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული