„მინდა მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ჰქვია საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა“ - პრემიერი

„მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ჰქვია საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს აღნიშნულ მონაკვეთზე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ და სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი, 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი გზა.

მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში, ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს. შესაბამისად, ამ სიკეთით ისარგებლებენ რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი სტუმრები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.

ასევე, განტვირთავს ეს ახალი გზა ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კმ იქნება აშენებული. მათ შორის, აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კმ-იანი გზიდან 36 კმ. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და, ეტაპობრივად, დასრულდება ყველა შესაბამისი დაგეგმილი პროექტი.

მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა საქართველოზე გამავალი ტრანსევროპული ქსელის, ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილია; თანამედროვე პროცესების ფონზე, ეს გზა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მისი განვითარებისთვის დღეს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი პარალელურად მიმდინარეობს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის არსებითად განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714941143

სოციალური მედია

ტრაგედია ნათია თოდუას ოჯახში

მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ,,მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დავკარგე ჩემი ძვირფასი მამიკო. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, - დაწერა მომღერალმა.  ...

ნათია თოდუა

1714940263

ახალი ამბები

დღეს გიორგობაა!

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 მაისს, გიორგობას აღნიშნავს. ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლე...

საზოგადოება

1714939317

ჰოროსკოპი

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი დღის დასაწყისში მცირე სირთულეები გელით, რომლებსაც სწრაფად დაძლევთ. კარგი დღეა მავნე ჩვევების დავიწყები...

იანვარი

1714934056

სოციალური მედია

ანა სუბელიანი: პატრიარქს რო შე*ეცით, მაგას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები!

აქტივისტი, „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, ანა სუბელიანი, „მთავარი არხის” თანამშრომლის, ლაშა კიკაბიძის მიერ „ფეისბუქზე” დაწერილ კომენტარს ეხმიანება. მისი კრიტიკა გამოიწვია კიკაბიძის კომენტარმა - „შევ...

ანა სუბელოამი

1714929723

ახალი ამბები

„ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა“ - OC Media-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს

ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილის და ძარცვის იდეოლოგიაა - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი და საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს. „...

ჟურნალისტი