„მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა გამჭვირვალობით, ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე“ - გიორგი ამილახვარი

„მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან თავისუფალი, ამაყი საქართველოს მოქალაქე და დღეს აქ ასობით ათასი ასეთი ადამიანი იქნება. ვინც რუსულ კანონს ეძახის გამჭვირვალობას, დემოკრატიულ ღირებულებებს, ისინი არიან რუსები - აი, ეს მინდა ვუთხრა საზოგადოებას და ჩვენს ოპონენტებს“, - ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გაიხსენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარა, შემდეგ კი სტრატეგიული ობიექტები გადასცა. ამილახვარმა ახალგაზრდებს მიმართა.

„მეგობრებო, შეხედეთ ისტორიას, შეხედეთ ფაქტებს, შეხედეთ ჩვენს გაკეთებულ საქმეს და შეხედეთ იმ მომავალს, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. არაფერი წერია ამ კანონში ისეთი, რაც იოტისოდენადაც კი დააზიანებს ევროპულ ღირებულებებს, დააზიანებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა გამჭვირვალობით, ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე“, - აღნიშნა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715781320

სოციალური მედია

„საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია - ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც „ნაცების“ კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი“ - დიმიტრი სამხარაძე

„შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული...

დიმიტრი სამხარაძე

1715778804

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

კურსი

1715777892

სოციალური მედია

„აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!“ - რას წერს ლუკა ეხვაია

„ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიურ...

ლუკა ეხვაია

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა