ნატოში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „იმედი LIVE“ ჩართვისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით უწყებაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის.

„ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს მისიებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ნატოელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სამხედროების მაღალ შეფასებაზეც გაამახვილა ყურადღება.

ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას, მან აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ერთობლივი წვრთნები, რომელსაც ვატარებთ ნატოსთან ერთად. მნიშვნელოვანია, ასევე, ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

1722012296

საინტერესო ამბები

მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტში „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები მიიღო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები მიიღო.  საპატრიარქოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილ...

საპატრიარქო რეზიდენცია

1722008200

ჰოროსკოპი

„ავიღებთ ფურცელს, რომელსაც თავზე დავაწერთ სამ რვიანს და ვწერთ რვა ნებისმიერ სურვილს“ - როგორი აგვისტო გველოდება?რჩევები ანზორ ოდიშარიასგან

ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, „აგვისტო წელს ძალიან უცნაური და საინტერესო თვე აღმოჩნდა...

 ანზორ ოდიშარია

1722006834

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გაა...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი

1722005988

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. სახე...

კობახიძე