ნიკოლოზ სამხარაძე - ბატონი ალიევის განცხადება არის დასტური, რომ მსოფლიოში ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს

„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს იმისათვის, რომ ისინი დგანან საქართველოს გვერდით ყველაზე რთულ მომენტებშიც“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ევროპული კომისიის მიერ საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას შეხედონ კოლონიალური წარსულის პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“.

სამხარაძის თქმით, მსოფლიოში კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირს უსამართლო მიდგომა აქვს.

მისივე თქმით, ვერანაირ ზეწოლას და მუქარას ქართულ სახელმწიფოზე ზეგავლენა ვერ ექნება.

„ჩვენი ისტორიის მანძილზე ისინი საქართველოს გვერდით იდგნენ. რაც შეეხება ბატონი ალიევის განცხადებას. მსოფლიოში არა მხოლოდ ბატონი ალიევი, არამედ სხვებიც კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირს აქვს უსამართლო მიდგომა. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ამ უსამართლო მიდგომით ზეწოლა მოახდინონ ქართულ ხელისუფლებაზე და ქართველ ხალხზე, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე კარგად ისწავლა წარსულის გაკვეთილები და მისთვის მთავარი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესები, საქართველოს ინტერესები. შესაბამისად, ვერანაირ ზეწოლას და ვერანაირ მუქარას ქართულ სახელმწიფოზე ზეგავლენა ვერ ექნება. კიდევ ერთხელ, ბატონი ალიევის განცხადება არის დასტური, რომ მსოფლიოში ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ იმ პროცესებს, რა პროცესებიც საქართველოში მიმდინარეობს,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი