ნინო წილოსანი: ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც წინა ფლანგზე იდგა იმ მოძრაობაში, რომელიც საქართველოში ომის დაწყებას აინიციირებდა და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ადამიანები აპროტესტებენ გრანტების მიღების წესს

 „ნიშანდობლივი იყო, როცა NGO სექტორი ნინო ლომჯარიას სახით წარმოგვიდგა. ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც ბომბების წვიმას ნატრულობდა ამ ქვეყანაში, რომელიც წინა ფლანგზე იდგა სწორედ იმ მოძრაობაში, რომელიც საქართველოში ომის დაწყებას აინიციირებდა და რა თქმა უნდა, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ადამიანები აპროტესტებენ გრანტების მიღების წესს“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების შესახებ, რომლებმაც აღნიშნულ კანონს „რუსული კანონი“ უწოდეს.

წილოსანის შეფასებით, აღნიშნული კანონში ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში გრანტები არ შემოდიოდეს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებისთვის.

„თავისთავად იმ პირობებში, როდესაც ყველასთვის ნათელია, რისთვის ფინანსდებოდნენ ეს ორგანიზაციები და მათ შორის, გრანტების მიღება, რომელიც თავის შინაარსით საჩუქარია და ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ეს საჩუქარი კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ ეს მიზნები გახდეს ცნობილი და ამავდროულად არ ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყველაზე წინ და ყველაზე ხმამაღლა ეს აგენტურა იყვირებს. ამ აგენტურის სახით ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე გრანტების ფორმით და ასე ვთქვათ, ყველაზე კეთილშობილური შეფუთვით ფინანსდებოდა, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები ეკეთებინათ.

 

კანონში ცვლილებები გულისხმობს და ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში გრანტები, ე.წ. საჩუქრები არ შემოდიოდეს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებისთვის. აღნიშნულს, რა თქმა უნდა, მონიტორინგს გაუწევს ანტიკორუფციული ბიურო და რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი მოემსახურება ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რასაც ჰქვია ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი“ - აღნიშნა წილოსანმა.

ნინო წილოსანმა ასევე, ევროკავშირის გრანტებთან დაკავშირებით ევროპის აუდიტორული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „„აგენტურის და მთლიანად „დიფ სთეითად“ წოდებული სისტემა უკვე შიგნიდან ინგრევა“.

 

„დაწყებული USAID-ის სკანდალიდან, ვხედავთ ამ პროცესებმა როგორ გადმოინაცვლეს ევროკავშირის პირობებში. ევროკომისიის გახმაურებული საკითხი გრანტების და ენჯეოების მიზანმიმართულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ახლა უკვე ის დასკვნა, რომელიც კოლოსალურ თანხებზე საუბრობს, რომელიც გრანტების სახით გაიცემოდა, საუბრობს იმაზე, რომ სწორედ ეს თანხები ხმარდებოდა კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გატარებას, ლობირებას, იმ საკითხების ადვოკატირებას, რომელიც „დიფ სთეითის“ ფარგლებში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურდათ და აწყობდათ. ახლა უკვე ევროპის მასშტაბით ვხედავთ, როგორ იშლება აგენტურული ქსელი და თავადვე გამოაქვთ საკუთარი თავისთვის განაჩენი. ამის მიუხედავად ვხედავთ, რომ საქართველოში აგენტურას აქვს მცდელობები, რომ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, მაგრამ ყველა ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელსაც აუცილებლად მივიღებთ და მათ შორის, საზოგადოების კეთილგონიერება და სწორად ხედვა ამ პროცესების, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აგენტურული ქსელი აქ სრულად იქნება გაუნებელყოფილი და ამ ადამიანებს აღარასდროს მიეცემათ საშუალება, თუ რაღაც ახალ ფორმაციას არ მოახდენენ, რომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სერიოზული ზიანი განახორციელონ“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი