პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 27 წლის კაცი
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2024/05/22/22275/politsiam-rustavshi-momkhdari-2-adamianis-ganzrakh-mkvlelobis-faqti-tskhel-kvalze-gakhsna-dakavebulia-1-piri_w_h.jpeg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე - 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა - 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.
სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - წერია განცხადებაში.
1722017976
საზოგადოება„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს
მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...
1722014786
მსოფლიორუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა
რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...
1722012296
საინტერესო ამბებიმეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტში „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები მიიღო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები მიიღო. საპატრიარქოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილ...
1722008200
ჰოროსკოპი„ავიღებთ ფურცელს, რომელსაც თავზე დავაწერთ სამ რვიანს და ვწერთ რვა ნებისმიერ სურვილს“ - როგორი აგვისტო გველოდება?რჩევები ანზორ ოდიშარიასგან
ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. მისი თქმით, „აგვისტო წელს ძალიან უცნაური და საინტერესო თვე აღმოჩნდა...
1722006834
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გაა...