პრემიერი: 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას

„ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას“, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, შეკრებაზე მყოფი 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ან თუნდაც ხუთშაბათს, მაგრამ თავი დაანებონ ორშაბათს.

„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება.

29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც, ამის საშუალება მათ აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715012905

ახალი ამბები

გორში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო ბავშვი დაშავდა

 გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, ხოლო ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილი...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1715008883

სოციალური მედია

„ნაკერების მოხსნის შემდეგ დაიწევს” - რა ოპერაცია გაიკეთა თამო ვაშალომიძემ

 მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე აქტიურად იყენებს ტიკ-ტოკ პლატფორმას ყოველდღიური ვლოგებისა თუ სიახლეებისთვის. ამჯერად თამო საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, თუ რატომ გაიკეთა ოპერაცია და რა პ...

თამო ვაშალომიძე

1715008611

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაც...

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს

1715001492

მსოფლიო

როგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...

წვიმააა

1714995850

სოციალური მედია

რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...

ნუცა