პრემიერი: ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობდა, დაპირისპირებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ეროვნულ ინტერესებს, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს

ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს PACE-ის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი რეზოლუცია ნაკლებად საინტერესოა.
„თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება PACE-ში ჩვენი საქმიანობის შეჩერების თაობაზე, გამომდინარე იმ აბსოლუტურად არასწორი მიდგომიდან, რომლითაც ძველი რეზოლუცია დამტკიცდა. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს. ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მოხდა, მიუხედავად უცხოური ჩარევისა ჩვენს არჩევნებში. თავის დროზე ევროკავშირის ელჩი პირდაპირ აკეთებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს იყო პირდაპირი და უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში. ანალოგიურად, სხვა ჩინოვნიკები, ევროპელი, ამერიკელი ჩინოვნიკები პირდაპირ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავამარცხეთ ამ არჩევნებში, ჩვენ არა, პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ, რომელმაც დაამარცხა ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობდა, დაპირისპირებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მათი ჩარევის მიუხედავად, საქართველოში გაიმარჯვა საღმა აზრმა, გაიმარჯვა საზოგადოების მტკიცე ნებამ და ქვეყანა აგრძელებს სწორი მიმართულებით განვითარებას. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...
1744990591
ახალი ამბებივოლსკი: რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას
„რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას“, - ამის...