„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები 29 აპრილს, ორშაბათს, 16:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტის სასახლისკენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში „მამული, ენა, სარწმუნოება“.

„ერთად ვუთხრათ კი:

* გამჭვირვალობას;
* საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას;
* ქვეყნის მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას;
* ტრადიციულ ეროვნულ და ნამდვილ, ევროპულ ღირებულებებს.

ერთად ვუთხრათ არა:
* შავი ფულით მოწყობილ რევოლუციებს;
* მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას;
* ლგბტ პროპაგანდას;
* ნარკოტიკების პროპაგანდას;
* პოლიციელების შეურაცხყოფას;
* სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და რადიკალიზმს.

ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ახალგაზრდების სახელი გამოიყენოს.

სამი კვირის განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები აქტიურ, საინფორმაციო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ახლა კი, დადგა დრო ახალგაზრდული მსვლელობითაც ვაჩვენოთ ჩვენი სიმართლე და ილიას გზის ერთგულება.

ახალგაზრდობას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი საქართველოს განვითარებაში. 2024 წლის 29 აპრილიც ამის დადასტურება უნდა იყოს!“, - აცხადებენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715247871

საინტერესო ამბები

„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.  ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უშვ...

„წაჩხურობა“ - დღესასწაული, როდესაც უშვილო წყვილები უფალს ბავშვს ავედრებენ

1715244301

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ო...

ირაკლი კობახიძემ

1715243599

სოციალური მედია

„მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა და სულ ფერადი ეცვა... ამ ორ წინადადებაში გასაკვირი არაფერია. მესამე ცოტათი გაგაოცებთ“ - გიორგი კეკელიძე

„წერილები ჩემი ბავშვობიდან“ - ასე ასათაურებს ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელსაც წერს ქალზე, რომლის ქმარიც მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრ...

ააა

1715241808

ახალი ამბები

კახა კალაძე: არ ვიცი კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა

„წარმოუდგენელია ის განცხადებები, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ კეთდება. ასეთ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კა...

კახა კალაძე

1715240963

ახალი ამბები

კახა კალაძე: ფაშიზმზე გამარჯვებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი და ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ქართველებს დღესაც უწევთ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,...

პოლიტიკოსები