ქართველი მეღვინეები მთავრობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მისაღებად მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველოში ღვინის მწარმოებელთა ერთმა ნაწილმა განცხადება გააკეთა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში ბიზნესი, როგორც არასდროს, თავისუფალია დამატებითი ბიუროკრატიული ჩარევისგან, რაც მეწარმეებს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად განვითარდნენ, შექმნან მეტი ეკონომიკური დოვლათი და შეძლონ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

„დღეს დარგის განვითარებისთვის მიმართული ყველა გადაწყვეტილება, ნებისმიერი საკანონმდებლო თუ ნორმატიული დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილება განხილული და შეთანხმებულია ჩვენთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის - მევენახეობა - მეღვინეობის არნახული მასშტაბის მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. მეწარმეებზე გაცემულმა შეღავათიანმა კრედიტებმა უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ვენახების გაშენების, ღვინის მოცულობის ზრდის და საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერის გარეშე ჩვენი კომპანიები ნამდვილად ვერ მიაღწევდნენ იმ მასშტაბის განვითარების დონეს, რომელიც დღეს გვაქვს. ამის არ დანახვა არ შეიძლება და ამის გამო მეწარმეების დიდი ნაწილი, მათ შორის, ჩვენი კომპანიები მთავრობის ქმედებათა ერთგული მხარდამჭერები ვართ. დღეს მთავრობას და ბიზნესს საქართველოში აქვს ერთიანი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, გაძლიერდეს ეკონომიკურად, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა.

არაფერი ისე არ ვნებს ბიზნესს, როგორც არასტაბილურობა და გაუმჭირვალობა. ღვინის კომპანიებს არაერთი მწარე გამოცდილება გვაქვს, რამდენად დიდი ზარალი მოაქვს მოღალატე ფსევდოოპოზიციის მხრიდან დაშვებულ პროვოკაციებს. მივესალმებით, ქვეყანაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას. მიგვაჩნია კანონი გარანტიაა თანამედროვე დემოკრატიული და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ჩვენი ბიზნესი და ინვესტიციების წარმომავლობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ამიტომ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ეს მოთხოვნა კერძო სექტორის სხვა სუბიექტებზეც გავრცელდეს. ალბათ დადგა დრო, ჩვენი საზოგადოების საღად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნაწილი დავდგეთ ერთად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შპს "შალვინოს" დამფუძნებელი ლევან გვარამაძე, შპს "ხაოს მარანის" დამფუძნებელი გოჩა დაუდიშვილი, შპს "კახეთი 3000" დამფუძნებელი გიორგი ერბოწონაშვილი, შპს "ჰერეთის ღვინის მარანის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე, შპს "კახური ღვინის მარანის" დირექტორი მირიან მუკბანიანი, შპს „შატო მუკუზანის“ დამფუძნებელი კახაბერ მამანიშვილი, შპს "შატო ხვანჭკარას" დამფუძნებელი ბაკური მიჩიტაშვილი, შპს "ყვარლის ღვინის კომპანია" დამფუძნებელი პაატა არჩვაძე, შპს „მარნისკარის“ და შპს "შატო ნეკრესის" დამფუძნებელი ვაჟა ციგროშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715503281

საზოგადოება

უჩა აბაშიძესა და მის ცოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა გახსნიდა...

უჩა აბაშიძე

1715501616

ახალი ამბები

„მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა“ - პროკურატურამ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

ვიდეომასალა

1715501301

ახალი ამბები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზო...

ამინდი

1715498440

საზოგადოება

12 მაისი კვირაცხოვლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.  კვირაცხოვლობას აგრეთვე ეწოდება თომას კვირა. წმინდა ს...

კვირაცხოვლობაა

1715495852

საზოგადოება

ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას ეძებენ

ჩხოროწყუში 27 წლის გოგოს ეძებენ. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ახლობლების ცნობით, ანი პაპავა სახლიდან  10 მაისს გავიდა და მას შემდეგ არ უნახავთ.  „გთხოვთ გაავრცელეთ ვეძებთ! და...

ანი პაპავა