„ქართველი მთა-კაცი და გმირი“ - The New York Times მამარდაშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის

„ევრო 2024-ზე გმირობის შემდეგ, ელოდება თუ არა ქართველ მეკარეს მსხვილი ტრანსფერი?“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The New York Times საქართველოს გიორგი მამარდაშვილის შესახებ.

გამოცემა, ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარეს ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილედ მოიხსენიებს და მის სტატისტიკას უსვამს ხაზს.

„ეს ქართველი მთა-კაცი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. მან ოთხ თამაშში 30 „სეივი“ შეასრულა, რაც ერთ ტურნირზე დაფიქსირებული მეორე საუკეთესო შედეგია 2008 წელს, იგორ აკინფეევის მიერ რუსეთისთვის შესრულებული 32 „სეივის“ შემდეგ“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ საქართველო ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან, ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხის გამო გამოეთიშა - „თუმცა, მეკარის გმირობა სიურპრიზი არ ყოფილა არავისთვის, ვინც მას „ვალენსიას“ გასულ სეზონში ადევნებდა თვალს. 23 წლის მამარდაშვილი გერმანიაში ჩავიდა, როგორც ლა ლიგის საუკეთესო მეკარე. მან იმაზე მეტი გოლის გაშვება აღკვეთა, ვიდრე ლიგის სხვა ნებისმიერმა მეკარე და თავისი შთამბეჭდავი ფორმის დემონსტრირება ევროზეც მოახდინა“, - წერს New York Times.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტურნირამდე, მამარდაშვილი რიგ ევროპულ კლუბებს უკვე ჰყავდათ მხედველობის არეში, მათ შორის, „ნიუკასლ იუნაიდედს“, „ატლეტიკო მადრიდს“, „რეალ მადრიდს“, „ბაიერნს“ და „ინეტ მილანს“, თუმცა, სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ზაფხულს მეკარის გამორჩეულმა ასპარეზობამ მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ აჟიოტაჟი გაზარდა.

„მამარდაშვილი საქართველოს ნაკრები გმირი იყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მწვერვალზე მყოფი სახიფათო მოთამაშე, როდესაც მათ პორტუგალიას 2:0 სძლიეს და თავიანთი პირველი მსხვილი ტურნირის ფლეი-ოფში გავიდნენ თურქეთთან მარცხისა და ჩეხეთთან ფრედ თამაშის შემდეგ. მამარდაშვილმა რეკორდული, 21 „სეივი“ შეასრულა ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე - რვით მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მეკარემ და 3.6 უტყუარი გოლი აღკვეთა (xGOT-ს გამოთვლით). ეს, საუკეთესო შედეგი იყო ჯგუფური ეტაპის მთელი ისტორიის განმავლობაში. საქართველოს ნაკრების მატჩის განმავლობაში, თუ ესპანეთთან 1:4 მარცხს ჩავთვლით მერვედფინალში, მან 3.17 უტყუარი გოლისგან იხსნა თანაგუნდელები“, - აღნიშნავს გამოცემა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე მესამე ყველაზე ახალგაზრდა მეკარეს, „ვალენსია“ დაახლოებით 50 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა, მას კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს 100 მილიონის ევროს ოდენობით გამოსასყიდი პუნქტით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729857617

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: "25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია...

ამინდი

1729857314

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90...

ცესკო

1729853377

საზოგადოება

ჯაბა კილაძე მიმართვას ავრცელებს - ,,უკვე იმდენმა ადამიანმა დამირეკა"

მსახიობი ჯაბა კილაძე მის შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ძვირფასო მეგობრებო, საერთოდ არ მინდოდა ამაზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე იმდ...

ჯაბა კილაძე მიმართვას ავრცელებს

1729845351

საზოგადოება

როგორია შემოდგომის ბოლო ახალი მთვარე და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელის ცვლილებები? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ!

2024 წლის ნოემბერი მორიელის ნიშნის ახალმთვარეობით დაიწყება - არაპროგნოზირებადი და იმპულსური. პერიოდი მდიდარი იქნება ემოციური რყევებით, მაგრამ ამავდროულად, ახალი მთვარე არის მომავალში პოზიტიური მოვლენე...

სავსემთვარეობა

1729842430

საზოგადოება

„ნალექი და წვიმა“ - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

25 ოქტომბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი...

ამინდი, წვიმა