“რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა?!”- მიხეილ სააკაშვილი კვებასთან დაკავშირებულ კადრებს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილმა, მის ციხეში კვებასთან დაკავშირებული კადრების ფაქტზე, განცხადება გააკეთა:

"რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა? - ზუსტად ის, რაც დაწერა სახალხო დამცველმა და არაერთხელ ვთქვი მეც, რომ მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად.

სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით.  რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს.

ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ.

კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით - ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით. სწორედ ამგვარი განმარტება მივიღე ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ ვიღებ წამლებს.

კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში.

ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, შაბათ დილიდან უკვე არ ვიღებ აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა მქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. ახლა ჩემი მდგომარეობა ისედაც ყოველდღე უარესდებოდა და ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მოვლენები. მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს.

და მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი - მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან!"მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1741088413

ახალი ამბები

„რა მორალით გველაპარაკებით და გვასანქცირებთ, თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“ - ირაკლი ზარქუა

„რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა მმართვე...

ირაკლი ზარქუა

1741087797

საზოგადოება

ვოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...

პოლიტიკოსი

1741085614

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...

გენო პეტრიაშვილი

1741085599

ახალი ამბები

„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე

„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი  თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...

ლაშა ტალახაძე

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე