როინ შავაძის მეუღლე: მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული - ჯოჯოხეთი გამოგვატარეს

„ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, არავითარი კართან მოსვლით, რომ რომა [როინ შავაძე] რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მე მგონია რომ რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც, ალბათ, ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია“, - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე იხსენებს, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, ისეთი რამ ჰქონდათ მისთვის გაკეთებული. რაც შეეხება როინ შავაძის სახლში გადმოსვენების შემდეგ ვითარებას, ციცინო შავაძის თქმით, ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ იმავე ბედის გაზიარება.

„არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ, მთელი ხმით ვკიოდი [საავადმყოფოში], ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, რომ ხმა არ ამომეღო, მე ვკიოდი, არაფერი მახსოვს უკვე და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, მე უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს. უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო. მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს, ვინც მოდიოდა, ზოგს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ." - განაცხადა ციცინო შავაძემ. მან ისიც განაცხადა, რომ ერთხელ აღმოაჩინა, რომ მიცვალებულთან მარტო იყო დარჩენილი, რადგან ტელევიზია მოვიდა და ხალხმა შიშის გამო, ტერიტორია სწრაფადვე დატოვა. "ხალხი იმის გამო გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებენ. ბინის ყველა კუთხეში იდგნენ ფორმიანებიც და უფორმო გადაცმულებიც და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ.ისე გამოდის, რომ [მარტო აღმოვჩნდი მიცვალებულთან]. უკვე ყველა ღონეს ვხმარობდი, მახსოვს ტელევიზია მოვიდა, 25-ე არხი და ტელევიზია რომ შემოვიდა, რომ მოვიხედე, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არავის ენახა. ჩვენ კიდევ, იძულებულები გავხდით, მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან, იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. მესამე დღეს უკვე, წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული მისი სახლიდან სასწრაფოდ გაგვეყვანა“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.

„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. „გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა“; „გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი