სალომე ზურაბიშვილი: არავის არ უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს - ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას

"ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო, ვართ რაღაცნაირად მიბჯენილი, შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ ჩვენს ირგვლივ, ძალიან ახლოს, რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები, ეს გვავიწყდება. დროა, ახალგაზრდებისთვის", - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, სადაც იგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, რასაც ემატება კოვიდი, სოციალური პრობლემები.

"ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომელიც არის ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი საკითხი, შიდა განვითარება, ამ სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება, ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია.

სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს.

ამ დროს იმასაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო, ვართ რაღაცნაირად მიბჯენილი, შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ ჩვენს ირგვლივ, ძალიან ახლოს, რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები, ეს გვავიწყდება.

დროა, ახალგაზრდებისთვის", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არავის არ უნდა იცხოვროს სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში.

"ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან.

ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის არ უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს.

ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება.

სხვა სიახლეები:

🔲 პრეზიდენტი: ვალდებულად ვთვლი, რომ შერიგების პროცესი დავიწყო 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741088413

ახალი ამბები

„რა მორალით გველაპარაკებით და გვასანქცირებთ, თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“ - ირაკლი ზარქუა

„რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის - ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა მმართვე...

ირაკლი ზარქუა

1741087797

საზოგადოება

ვოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...

პოლიტიკოსი

1741085614

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...

გენო პეტრიაშვილი

1741085599

ახალი ამბები

„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე

„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი  თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...

ლაშა ტალახაძე

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე