„საქართველომ ისტორიულ ქარტეხილებს იმით გაუძლო, რომ ერს შეეძლო სწორად გაეცა პასუხი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისათვის“ - დავით მათიკაშვილი

„საქართველოს მუდმივად ჰქონდა გამოწვევები. იყო გარკვეული პრობლემები, რომლებსაც ქართველი ხალხი ადეკვატურად უმკლავდებოდა, პასუხობდა ამ გამოწვევებს და ხშირად დასმულ კითხვაზე - რამ გადაგვარჩინა, როგორ მოვედით აქამდე ამხელა ისტორიულ ქარტეხილებში, არის გარკვეულწილად პასუხიც, რომ შეგვეძლო სწორად გაგვეცა პასუხი იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც ჩვენს წინაშე იყო“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ბათუმში.

მისი თქმით, ქართველებისთვის მენტალურად მიუღებელია, როდესაც მეგობარი ქვეყნის ლიდერები საკუთარ თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ნეიტრალური ტერმინებით მიმართონ ერთმანეთს.

„ამ გამოწვევებს ჩვენ უნდა ადეკვატურად ვუპასუხოთ და ის, რაც თუნდაც 7, 8, 10 წლის წინ იყო წარმოუდგენელი და ჩვენი მენტალობისთვის სრულიად მიუღებელ საკითხებთან მიმართებით იყო გაუგონარი, დღეს სრულიად შესაძლებელია დღის წესრიგში დაგვიდგეს. ამიტომ, ჩვენ, დღესვე უნდა შევიარაღდეთ საკონსტიტუციო წესრიგით, იმ წესრიგით, რომელიც დაიცავს ჩვენს შვილებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი შეფასებით, გამოწვევების ამ ფონზე ნამდვილად ყურადსაღებია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ კაცი - კაცია და ქალი - ქალია. ასევე, მნიშვნელოვანია რომის პაპის განცხადებაც. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური სამყარო შედარებით ლოიალურია ბევრი საკითხის მიმართ.

„უდავოა, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველას უფლება. არავის აქვს უფლება მეორე ადამიანის ცხოვრებაში ჩაერიოს და ჩვენ არავის ცხოვრებაში არ ვერევით. ყველას აქვს თავის ცხოვრება, როგორი განსხვავებული ცხოვრების წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს და მათი უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და არის კიდეც დაცული - ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ფუნქციონირებს საქართველოში. მეორე მხრივ, უმცირესობის უფლებები თუ არის დაცული, უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს დაცული და ამაში არც არავინ უნდა შეგვედავოს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე