„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართველდაო ამბობენ.“ ქრისტიანობისთვის გავწყდით, გავიჟლიტეთ, თავი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ამ ერთმა მუჭა ერმა სული მივეცით ხორცისთვის და ქრისტიანობა შევინახეთ“. სამი სიტყვა გაქვთ ილია ჭავჭავაძის წაკითხული მხოლოდ და მესამე სიტყვა „სარწმუნოება“ თაბაგარს შეაცვლევინეთ „ერთობით“ და დგახართ აქ და ერთობისთვის ბრძოლაზე ლაპარაკობთ“, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოში გამართულ სხდომაზე.

საკრებულოს წევრმა 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, 29 აპრილს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველა ნახავს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია.

„მთელ საქართველოს, ყველა ეროვნებისა თუ სარწმუნოების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, 29 აპრილს მოხვიდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი მამული, რომელიც საერთო გვაქვს, ქართული სახელმწიფო ენა და ყოველი თქვენგანის მშობლიური ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მხოლოდ ქრისტიანული
ჰგონიათ და სხვა სარწმუნოებას პატივს არ სცემენ. ფსევდოლიბერალური საფრთხე ყველა სარწმუნოებას ემუქრება. სწორედ ამიტომ, ერთად დავდგეთ მთელი საქართველო მამულის, ენის, სარწმუნოების დასაცავად. საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღესვე ვლადიმერ ბოჟაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერთა გამოსვლებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ამომრჩევლებს „მოსყიდულებს, მშიშრებსა და გაყიდულებს“ უწოდებენ.

მისი თქმით, ოპოზიცია სწორედ მაშინ მიიღებს ხალხის ხმას, როდესაც 5 კილო კარტოფილზე მეტი ფასი ექნებათ.

„ისევე როგორც წინა რეზოლუციების, გუშინდელი რეზოლუციის შედეგიც იქნება ნული: სააკაშვილი იჯდება ციხეში, საქართველოს ვერავინ დაასანქცირებს, მივიღებთ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715061145

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერ...

ამინდი

1715028238

საზოგადოება

წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. საბურთალოს რაიონში, მოციქულთასწორი ნინოს ქუჩის N6 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 06/05 20:20-დან 07/05 08:00...

წყალი შეწყდება

1715025803

ჰოროსკოპი

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს შეიძლება პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაღელვებთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მ...

იანავრი

1715024408

ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილის პრაღის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს

 ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება.  საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 330-...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1715022972

მსოფლიო

საფრანგეთი პუტინის ინაუგურაციაზე ელჩს გზავნის, გერმანია ცერემონიას ბოიკოტს უცხადებს - Reuters

 7 მაისს რუსეთში კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე საფრანგეთი თავის ელჩს გზავნის. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, გერმანიამ განაცხადა,...

ააა