„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა, ვასალური პოლიტიკით არის დაკავებული“ - ნინო ბურჯანაძე

სიფრთხილე ცუდი არ არის, როდესაც ის გონიერებასთან არის კავშირში, უბრალოდ სიფრთხილე არ უნდა გადაიზარდოს მშიშრობაში და პოზიციის გამოხატვისგან თავის არიდებაში, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს.

ბურჯანაძის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მსგავსი ესკალაცია და დაპირისპირება დიდი ხანია არ ყოფილა, რაც, მისი შეფასებით, არის შემაშფოთებელი.

„მე რომ პარლამენტში ვიყო, ძალიან ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ალბათ, რეზოლუციის ტექსტიც სხვანაირი იქნებოდა. ერთი მხრივ, არ იქნებოდა ის, რომ პირდაპირ დაგვედანაშაულებინა რუსეთი იმაში, რომ ხვალ შეიჭრება და აიღებს კიევს, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ისე იქნებოდა, რომ საერთოდ არ ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის საკითხი ნახსენები. ის იქნებოდა ისეთი შუალედური და ზომიერი, როგორც მიიღებოდა მაშინ, როდესაც მე მიჯერებდნენ პარლამენტში. ახლა მოხდება საქართველოსთვის ტრაგიკულად მარტივად ერთი რამ - უკრაინასთან მიმართებითაც რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ხურდასავით მიბმული იქნება საქართველო ამ საქმეში. ეს არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება და თუ გინდა პროდასავლური ეძახე, გინდა ნატო-ს დროშა გამოკიდოს ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა, ვასალური პოლიტიკით არის დაკავებული. ეს არ არის სიფრთხილე, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, როდესაც თუნდაც ჩვენი ტერიტორიის საზღვრებზე გადმოდის და გადმოდის ქვეყნის შიგნით ე.წ. საზღვარი. ეს არ არის სიფრთხილე, ეს არის ვასალური დამოკიდებულება. ფრთხილი პოზიცია არის ის, რომ პროვოცირება არ მოახდინო, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, ხოლო ვასალური პოზიციაა, როდესაც შენ გაჩუმებული ხარ და საუკეთესო შემთხვევაში თავს მოაჩვენებ, თითქოს რაღაცას აპროტესტებ, სინამდვილეში კი არ აპროტესტებ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 რა წერია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც პარლამენტს „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება

🔵 პუტინს რუსეთის მმართველი პარტია მიმართავს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს იარაღით დაეხმაროს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი

1741965225

საზოგადოება

ავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი

 ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...

ოზურგეთი