საქართველოს პრეზიდენტი: დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს

ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არასდროს უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი. ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დაფიქრების დღე, რათა დავფიქრდეთ იმის შესახებ, ვაკეთებთ კი ყველაფერს, რაც საჭიროა ერთ ან ორ საუკუნეში, შემდეგმა თაობებმაც რომ თქვან: „ვართ გამარჯვებულები!“
„საქართველო სისხლის ზღვაში ბანაობდა, ჩვენი დაფლეთილი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა - ამ სიმღერით გავიზარდე, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი. იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკერები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა.
ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა, იმ მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად; ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა; ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა. ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენ მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შემოდის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხება, ასე ჩანს და ასე არ არის.
რეალურად დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი დროშა არის აღმართული დღევანდელ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ასე ჩანდა და ასე არ არის, რადგან ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით. ასე ჩანდა და ასე არ არის და იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ ეს მაგალითი დაგვიტოვეს. მაგალითი, რომლითაც ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვზრდიდეთ.
მათ უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას, ქვეყნის სიძლიერეს არ აქვს მნიშვნელობა და დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს თუ შენ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს. ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს. მაგრამ ეს არის ამავე დროს დაფიქრების დღე, რათა დავფიქრდეთ იმის შესახებ, ვაკეთებთ კი ყველაფერს, რაც საჭიროა ერთ ან ორ საუკუნეში, შემდეგმა თაობებმაც რომ თქვან: „ვართ გამარჯვებულები!“
ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას ის სულისკვეთება გადავცეთ, რომელიც მარო მაყაშვილებს, გივი ღამბაშიძეებსა და სხვებს, ვინც იქ იბრძოდნენ ჰქონდათ; ნუთუ სკოლაში იმას ვასწავლით, თუ რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული;
ნუთუ ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა და მომავლის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება;
ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშეც ჯარი წარმოუდგენელია. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს;
ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ დავაყენოთ, პარტიების, პირადი ინტერესების, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს.
ყოველდღიურად უნდა ვაღწევდეთ, რომ ჩვენ ვიყოთ ის ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკერების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵იაპონია და კანადა რუსეთს სანქციებს დაუწესებენ
🔵პუტინთან შეხვედრამდე რუსი ოლიმპიელები ორკვირიან კარანტინში გამოკეტეს
1741973228
მსოფლიოპუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...