„სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის“ - ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აღნიშნა, სააკაშვილს საუბარი და სიარული შეუძლია.

„მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ყველა პარამეტრი მთლად ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი, გაუმჯობესების პროცესშია.

ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არ არის, არცაა მოსალოდნელი. ძირითადად სისუსტეა გამოხატული, თვალის მამოძრავებელი პრობლემები არსებობს კიდევ, რაც მაშინაც იყო გამოხატული და შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას. სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, შეძლებს თუ ვერა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია.

„29-მდე არის კიდევ 6 დღე და შეიძლება მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. შესაძლებელია, რომ გაუმჯობესდეს და დაესწროს, მაგრამ ეს ნათქვამი 100%-იანი არ არის. დღეს შეიძლება ვურჩიო, რომ არ დაესწროს, მაგრამ 6 დღის მერე, შესაძლოა გაუმჯობესდეს. რომ გითხრათ, რომ მძიმე, შეუქცევადი მდგომარეობა არის მოსალოდნელი, არა.

რაც ვნახე, ჩემი აზრით, ნორმალურია, გუნდი მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ პარამეტრები დასტაბილურდა და გაუმჯობესდა, ფაქტები თავისთავად ლაპარაკობს, რომ მდგომარეობა უმჯობესდება და სამედიცინო გუნდი აკმაყოფილებს მოთხოვნებს“, - აღნიშნა კონსილიუმის წევრმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ირაკლი ღარიბაშვილი: მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი

🔵 ჯანმოს საგანგაშო პროგნოზი: ევროპაში COVID-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ მარტში შესაძლოა 2,2 მილიონს გადააჭარბოს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730977746

სოციალური მედია

„მიყვარხარ“ – როგორ გამოიყურებოდნენ მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე ბავშვობაში

ლეგენდარული ფეხბურთელის, რეზი არველაძის ცოლი, დიზაინერი თეონა თავართქილაძე სოციალურ ქსელში საკულტო სილამაზის მქონე მოდელ მაკა ასათიანთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს გვიზიარებს.  „მიყვარხარ“, – წერ...

მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე

1730975110

სოციალური მედია

„ამერიკელი ზრუნავს მხოლოდ ამერიკაზე და აინტერესებს მხოლოდ ის, როგორ გამოიყენოს სხვა ქვეყნები სათავისოდ!“ - ნუკა არველაძე ტრამპზე

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია. ტრამპის კონკურენტმა...

ნუკა არველაძე

1730972013

ახალი ამბები

თბილისში გადაუდებელი სამუშაოების გამო 8 ნოემბრის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება - ვის შეეხება შეზღუდვა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცი...

წყალი შეწყდება

1730969764

საზოგადოება

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები: საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს

საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი,...

საქართველო

1730968560

სპორტი

ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს უკრაინას შეხვდება, 19 ნოემბ...

საქართველოს ნაკრები