სოზარ სუბარი: თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ როინ შავაძე შეგნებულად არის დახვრეტილი. ამის შესახებ დეპუტატმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილებოდა.

ვიცე-სპიკერმა გაიხსენა 2008 წლის სახალხო დამცველის [სოზარ სუბარი] ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ როინ შავაძეს მოხვედრილი ჰქონდა 20 ტყვია და აქვე აღნიშნა, რომ თუკი ადგილი ჰქონდა შავაძის მხრიდან გაქცევის მცდელობას (როგორც ეს მისი ბრალდების საქმეშია), მაშინ ეს ოცივე ტყვია არ ექნებოდა წინა მხრიდან ნასროლი.

„ამ საქმეზე დღეს უკვე განაჩენი დამდგარია ძალიან ბევრი პირის მიმართ. სამწუხაროდ, სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ მიგვითითა ამ საქმის გამოძიებისკენ, რატომღაც საქმეს ვერ მოვკიდეთ ხელი ისე, როგორც ეს საჭირო იყო.

2008 წლის სახალხო დამცველის მოხსენებაში ამ საქმის ბევრი ფაქტია ასახული. მათ შორის, მოყვანილია ციცინო შავაძის [როინ შავაძის მეუღლე] სიტყვები - მითხრეს, რომ გაქცევას ცდილობდაო, რაზეც ის პასუხობს - ადამიანი, რომელსაც ფეხი და ხელი აქვს მოტეხილი, შეუიარაღებელი თვალითაც კი ეტყობა გაქცევის კვალი, გაქცევას როგორ მოახერხებდაო.

როინ შავაძეს 20-ზე მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ყველა გულ-მკერდის არეში, წინა მხრიდან. შეუძლებელია გაქცევის მცდელობის დროს წინა მხრიდან მოხვედროდა ტყვიები, რითაც დასტურდება, რომ გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

მეორე ტყუილი - ქაქუთი არის გურია-აჭარის საზღვარი და კითხვაზე - რატომ წაიყვანეთ შავაძე ამ მიმართულებით, პასუხი იყო, რომ თბილისში მიყავდათ. სინამდვილეში, თბილისში შავაძის წამოყვანა იმ დროს შეუძლებელი იყო იმ გზით, რადგან შიდა ქართლი მთლიანად იყო ოკუპირებული. თუ აუცილებელი იყო მისი თბილისში წამოყვანა, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო მთიანი აჭარის გავლით. ასე რომ, ეს იყო მეორე ტყუილი და თავიდანვე ნათელი იყო რეჟიმის განზრახვა, დაეხვრიტათ როინ შავაძე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი კომისიის სხდომაზე როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძისგან ასევე დაინტერესდა, ხომ არ ყოფილა მუქარა მათი ოჯახის მისამართით მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. რაზეც ციცინო შავაძემ უპასუხა, რომ მუქარა გრძელდება დღემდე.

„მუქარა იყო და გრძელდება დღესაც. თუმცა მე მაინც გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მკვლელობის დამკვეთები აუცილებლად დაისაჯონ,“ - განაცხადა ციცინო შავაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744911668

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

 „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქს...

ზურაბ ქადაგიძე

1744909285

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო, დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა

 მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს