თამაზ მოლაშვილი შვილის საპატიმროში ყოფნის პირობებზე: საკანში საჭმელი მიუტანიათ, ბადრაგი მივიდა და პირიდან გამოგლიჯა საჭმელი

საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც თავისი ვაჟის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საკითხები განიხილება, სულხან მოლაშვილის საპატიმროში ყოფნის პირობებს იხსენებს და აცხადებს, რომ „აუტანელი პირობები იყო“.
მისივე განცხადებით, მას შვილი ნელი სიკვდილით მოუკლეს.
„[საკანში] აუტანელი პირობები იყო. დასაჯდომი სკამი არ ჰქონდა, სინათლე არ ჰქონდა, რაღაც ერთი ჭუჭრუტანა იყო პირი რომ მიედო ადამიანს და ესუნთქა. საკანში საჭმელი მიუტანიათ და ბადრაგი მივიდა და პირიდან გამოგლიჯა საჭმელი. საჭმელსაც არ აჭმევდნენ წესიერად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კი არ მომიკლეს შვილი, დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, ნელი სიკვდილით მომიკლეს“ - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...