თეა წულუკიანი: ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ პარლამენტში რომ იყვნენ, სტრასბურგში ჩემთან ერთად იქნებოდნენ პლენარულ დარბაზში - დერეფანში სავარძლებზე სხედან, ხან რომელ კაბინეტთან არიან ატუზულები და ხან რომელთან

ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ პარლამენტში რომ იყვნენ, იქნებოდნენ ჩემთან ერთად პლენარულ დარბაზში, დერეფანში სავარძლებზე სხედან, ხან რომელ კაბინეტთან არიან ატუზულები და ხან – რომელთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ეს ოპოზიციის წარმომადგენლების სისულელეზე, სისუსტესა და პოლიტიკური გამჭრიახობის არქონაზე მეტყველებს.

„ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს რაც შეეხება, დაახლოებით 20 ადამიანი დადის აქ, დერეფნებში. ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებსაც ჯიბეში უდევთ ქართული პარლამენტის მანდატი, შეუძლიათ, ქართულ პარლამენტში შევიდნენ, იყვნენ ჩემს დელეგაციაში და აქაურ პლენარული სხდომის დარბაზში შევიდნენ, ვერ შედიან, რადგან ქართულ პარლამენტში არ არიან შესული და დერეფანში სავარძლებზე სხედან. ეს, რა თქმა უნდა, მათ სისულელეზე, სისუსტესა და პოლიტიკური გამჭრიახობის არქონაზე მეტყველებს, რადგან ისინი ქართულ პარლამენტში რომ იყვნენ, იქნებოდნენ ჩემს დელეგაციაში, როგორც ოპოზიციონერები. ისინი ჩემთან ერთად იქნებოდნენ პლენარულ დარბაზში, სადაც მე და გივი მიქანაძე სიტყვით გამოვდივართ. პლენარულ დარბაზშივე საჯაროდ შეძლებდნენ ჩემთან დაპირისპირებას. მათ ეს პოლიტიკური შესაძლებლობა არ გამოიყენეს. დერეფანში რომ ჩავივლი ხოლმე, ხან რომელ კაბინეტთან არიან ატუზულები და ხან რომელთან. ეს არც მათ მატებს ღირსებას, რომელიც არ ვიცი, აქვთ თუ არა და არც იმ საქმეს ადგება, რომელიც მათი საქმეა, მათაც ხომ აქვთ პოლიტიკური მიზანი. ამიტომაც არის მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი და ამას აქ ყველა ხედავს, ჩუმად ამბობს კიდეც, მაგრამ საჯარო დისკუსია სხვა თემაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738253155

სპორტი

ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა

 საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „რეიმსთან“ სადებიუტო მატჩში შესრულებული საგოლე პასი ქართველს ლიგა 1-ის ვებგვერდის ვერსიით ტურის სიმბო...

ხვიჩა კვარაცხელია

1738248558

საქართველო

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1738247180

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე

1738246238

სპორტი

პორტუგალიურმა კლუბმა ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა, „ფამალიკაომ“ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.  „ოთარ მამაგეიშვილი...

ოთარ მამაგეიშვილი

1738246172

მსოფლიო

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების გამო პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო. მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდა...

ბავშვი