თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, რომ თანამდებობის პირები, რომლებიც 2003-2012 წლებში მართავდნენ სახელმწიფოს და ჩადიოდნენ დანაშაულებს, ვეღარ მოვიდნენ ხელისუფლებაში

 ჩვენი კომისიის გაცხადებული მიზანია, რომ ამ კომისიის დასკვნის შემუშავების შედეგად, შეფასდეს ის ხელისუფლება, რომელიც მართავდა საქართველოს სახელმწიფოს 2003-2012 წლების პერიოდში. მარტივად რომ ვთქვათ, „ვარდების რევოლუციიდან“ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში „ქართულმა ოცნებამ შეცვალა“, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დასკვნის მიზანი შეფასებასთან ერთად გარკვეული რეკომენდაციების გაცემა უნდა იყოს.

„რეკომენდაციები შეიძლება, იყოს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ზოგადი, ან უფრო მასშტაბური სახისაც. ერთი რამ, რაც შეიძლება, უკვე ახლავე ითქვას, არის ის, რაც ძირშივე, თავიდანვე, როდესაც „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის მიერ იქნა გაცხადებული და მხარდაჭერილი, არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც იმ პერიოდში მართავდნენ სახელმწიფოს და ჩადიოდნენ ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის: სახელმწიფოს ხელით, ანუ მისი წარმომადგენლების მიერ ოჯახებში შევარდნა და მკვლელობები, ქუჩაში დახვედრა და მკვლელობები, ქონების წართმევა და ბიზნესის რეკეტი, მედიათავისუფლების ხელყოფის უხეში ფაქტები, პირად ცხოვრებაში ჩარევა და, პრაქტიკულად, საძინებლებშიც კი შესვლა, კადრების გადაღება და შემდეგ ამით ადამიანების დაშანტაჟება, განსხვავებული აზრის იარაღით ხელში დევნა, მუქარა, 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოსახლეობის გაწირვა, ტერიტორიების დაკარგვა, ქართული ჯარის შეურაცხყოფა და მისი მსხვერპლად ქცევა არაპროფესიონალების ხელში. რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა – აი, ეს ყოველივე ვინც ჩაიდინა, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვეღარასდროს ვეღარ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ რეალურად აღარ ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვნენ ისინი, ამჟამად მოქმედ პარტიებში, თუ სამომავლოდ რაიმე პარტიას თუ დააფუძნებენ. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში და ამის მაგალითები მსოფლიოში არსებობს, ყველაზე ცნობილი მაგალითი, ალბათ, გერმანიაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებმაც ათეული წლები მოანდომეს ჭრილობების მოშუშებას და თქვეს, რომ ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში მოსვლის პოტენციური კანდიდატებიც კი აღარ უნდა იყვნენ. ეს არის სწორედ ამ კომისიის სამუშაოს გაცხადებული მიზანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის საჯაროობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო, რომ ეს კომისია შექმნილიყო და სწორედ საჯაროობა ყოფილიყო წამყვანი მეთოდი მუშაობის და არა ის, რომ რომელიღაც სასამართლო დარბაზში, რომელიღაც საგამოძიებო ოთახში მხოლოდ ადვოკატების მონაწილეობით მხარეები ერთმანეთს არგუმენტებს უცვლიდნენ. ეს არის საჯარო პროცესი და იმ პოლიტიკური პირებისთვის, ვინც ყოველივე ამას ჩადიოდა, ალბათ, საკმაოდ მტკივნეულიც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744999474

ახალი ამბები

ამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება

არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...

ანალიტიკოსი

1744997500

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...

დავით მათიკაშვილი

1744994444

ახალი ამბები

მეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...

მეუფე შიო

1744992913

ახალი ამბები

ხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...

რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა

1744990591

ახალი ამბები

ვოლსკი: რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას

„რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას“, - ამის...

გიორგი ვოლსკი