თეა წულუკიანი: სააკაშვილი ისტორიაში ვერ შევა, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, ის ისტორიაში შევა, როგორც მწამებელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, არამედ ისიც დაანგრია, რაც დახვდა

„ნიშანდობლივია, რომ დღეს ბატონი ლადო ჭანტურია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივამედში მუშაობს მუმიად, ეს კრიმინალი, რომელმაც გააუბედურა ჩვენი ქვეყანა“- ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა, რომ კომისიის საბოლოო „დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და თითქმის ყველა ოჯახს, ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი და ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა“.

„მე, ჩვენ თანამებრძოლებთან ერთად, მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ვინც სათავეში ედგა ამ კომისიის შექმნის იდეას იმიტომ, რომ ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენიც. თუ გვისმენს რომ იცოდეს, სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი, ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი.

ამ დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ბატონი ჯუმბერის მსგავსად არაერთ ოჯახს, თითქმის ყველა ოჯახს.

ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი და ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდზე გაწია და თვითონ მერაბიშვილთან და შალვა ჯანაშვილთან ერთად, პოლიტიკოსებთან ერთად, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად აწარმოავა ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი.

დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში, კიდევ უფრო გამყარდა საოკუპაციო ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები.

სააკაშვილმა რომელმაც დაკარგა დალის ხეობა, აფხაზეთში ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ერთადერთი იყო იქ მცხოვრებლების შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. სააკაშვილი შევა ისტორიაში, როგორც მწამებელი მკვლელი, ქონების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, რისთვისაც ხალხი ჯერ კიდევ მის მხარეს იყო, ხალხმა ნდობა გამოუცხადა სახელმწიფოს აშენებისთვის.

მან ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა და ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე და თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ, მისი ადგილი იქაც კი არ არის, სადაც ის არის საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი