ციცინო შავაძე: 14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში, ძალიან სხვანაირი, შეცვლილი, მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან, დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა

„14 აგვისტოს დაბრუნდა სახლში. ძალიან სხვანაირი, შეცვლილი. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ისეთი, როგორიც წავიდა სახლიდან. დაღლილი, უცხო ადამიანივით, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, განიცდიდა ყოველივე ამას“,- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ციცინო შავაძის განცხადებით, შეთავაზებულ ყავაზეც კი უარს იძახდა როინ შავაძე, რადგანაც, როდესაც ჯარისკაცები კვდებოდნენ, ბიჭებს წყალი სწყუროდათ და წყალს ვერ აწვდიდნენ, რადგანაც არ ჰქონდათ.

„ის იყო დიდი, მოსული კაცი, უყვარდა სმა-ჭამა, დავახვედრე ყველაფერი, მაგრამ ვერ ჭამდა, თუ არ ჭამდა, არ უნდოდა. ყავა იყო მისთვის ყველაფერი, მაგრამ, რომ მოვუხარშე, არაო, გაოცებული დავრჩი, მეთქი შენ ყავას როგორ არ დალევთქო და შენა მას ვერ გაიგებ, შენ ხომ ქალი ხარო, ეს მისი სიტყვები იყო, ჩვენ ბიჭებს წყალი არ ჰქონდათ და მე ყავა როგორ დავლიოო. სააბაზანოში შესვლისას ცელოფანი მოითხოვა, გაოცებული დავრჩი, რისთვის სჭირდებოდა ცელოფანი. მათ ტანზე გაუხდელად იმდენ ხანს ეცვათ საცვლები და წინდები, რომ ყველაფერი ტანზე შემოეხედათ, ყველაფერი ცელოფანში მოათავსა და ნაგავში გადავყარე. ფეხის გულებიდან სისხლი მოსდიოდა, ისე ჰქონდა გაცრეცილი, უჭირდა სიარული. მეზობლები და ახლობლები მოდიოდნენ, ულოცავდნენ, მაგრამ ყველა გაკვირვებული იყო, იმდენად იყო შეცვლილი. არც მხიარული, არც არაფერი, დუმდა. დივანზე წამოწვა, ჩაეძინა. მომესმა ხმაური, რაღაცას იძახდა, შფოთავდა: „ბიჭებო, ხმა ამოიღეთ, პირველი, მეორე გამეცით ხმა“. გაეღვიძა, აღარ დაუძინია“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი