ციცინო შავაძე: 3 წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავაღე, მაწვდიან ფურცელს, ეს როინ შავაძის ოჯახიაო? წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! კაცი, რომელიც მიცვალებულია, მასზე ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ციცინო შავაძემ ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც როინ შავაძის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე მოწმობა მიუტანეს, თითქოს, ის სასამართლოში იყო დაბარებული და აღნიშნა, რომ მოგზავნილი ხალხის მეშვეობით ოჯახს ყველანაირად ავიწროებდნენ.

„სამი წლის თავზე კარებზე ზარი იყო და გავიხედე, ჩვეულებრივად გავაღე კარი, დგას ახალგაზრდა ქალ-ვაჟი, პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს. ვერ გავიგე, რა ხდება მეთქი. ეს როინ შავაძის ოჯახიაო? - კითქო. მას დაკითხვაზე იბარებენო. წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ?! სამი წლის შემდეგ კაცი, რომელიც მიცვალებულია, მასზე ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული. მთელი ხმით ვკიოდი, უკვე აღარ შემეძლო, მეთქი არ არის ურიგო, კაცს მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ მეთქი. მანამდე რომ უკითხიათ ბინა, მეზობლებს უთხოვიათ, გეხვეწებით, აღარ დაუკაკუნოთ, ცოდოები არიან ეგ ხალხიო. მათ მაინც დააკაკუნეს და მაინც მოიტანეს მოწმობა“, - განაცხადა ციცინო შავაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744911668

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!

 „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქს...

ზურაბ ქადაგიძე

1744909285

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო, დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა

 მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს