უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? პატიმრობამდე უკრაინაში არ იყო? - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და  მიხეილ სააკაშვილის  თანამებრძოლი, ეკა ხერხეულიძე, საქართველოს მესამე პრეზიდნტის უცხო ქვეყანაში გადაყვანის საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ეკა ხერხეულიძე მიმართავს მათ, ვინც, მისი თქმით "სააკაშვილს უკრაინაში ისტუმრებს" და ამბობს, რომ ასეთი ადამიანები "საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვიან".

ხერხეულიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი სიცოცხლით იმიტომ კი არ გაურისკავს, რომ სამკურნალო პირობები მოეპოვებინა, ან ისევ უკრაინაში დაბრუნებულიყო, სადაც მისივე თქმით, ისედაც იყო.

"მიხეილ სააკაშვილის გლდანიდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუკი რამ შეიძლება შეფასდეს გაუმჯობესებად, ეს არის პირობები, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირობების გაუმჯობესებაც შედარებითია - გლდანში დაორგანიზებული ფსიქოლოგიური შტურმი ჰოსპიტალში შეწყდა, თორემ პატიმრობის პირობები უცვლელია. არავინ არ იცის რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას და რაც მთავარია, არავინ არ იცის, როგორ უნდა იმართოს ეს სირთულეებით სავსე პროცესი.

აქვე გაჩნდა მოსაზრება, რომ უმჯობესია მიშა საქართველოდან გავიდეს და ეს მიაჩნიათ მიშას გადარჩენის გამოსავლად. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ეს აზრი შესაძლოა რაციონალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ სამართლებრივ ასპექტში სრულად დამაზიანებლად მიმაჩნია, უპირველესად მიშასთვის.

გვავიწყდება, რომ მიშას არც სამკურნალო ჩივილები ჰქონდა და არც იმისთვის გაურისკავს სამშობლოში დაბრუნება საკუთარი სიცოცხლით, რომ სამკურნალო პირობები მოეპოვებინა. მისი ამოცანა უპერსპექტივობაში ჩაფლული ქვეყნის გადარჩენა იყო და არის.

ამიტომ, ვინც მას თავის წარმოდგენაში უკრაინაში ისტუმრებს და არ ეძებს ყველა შესაძლო გზას მისი ტყვეობიდან დახსნისთვის, უფლება მაქვს ვიფიქრო, რომ ასეთები საკუთარი თავების გადარჩენისთვის უფრო იბრძვიან, ვიდრე მიშასთვის.

უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? პატიმრობამდე უკრაინაში არ იყო?

ვინმე ზღუდავდა მის უფლებებს იქ?

არ ვიცი, არ მომისმენია დასაბუთებული არგუმენტები რატომ არის ეს აზრი უპირატესი არსებულ პოზიციებს შორის, მაგრამ თუ მსგავსი გადაწყვეტილება იმუშავებს და სამკურნალოდ საქართველოდან გაყვანა დღის სინათლეს ნახავს, ასეთ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაუბრკოლებელი შემოსვლის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს შეზღუდული.

ჩვენ ჩვენ აზრებს გამოვთქვამთ, მაგრამ მიუხედავად უთანასწორო პირობებისა, გადაწყვეტილება  მაინც მიშას მისაღებია.

მთავარია ის ფიზიკურად გადარჩეს, რაც ბევრს ეს ფაქტორი დასრულებულად მიაჩნია, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, ამხელა თავგანწირვის ფონზე მიშასთვის მხოლოდ მკურნალობის უფლების მოპოვება დიდი უსამართლობა მგონია.

მიშას ბრალდებებისგან გათავისუფლება მიმაჩნია მისი ფიზიკურად გადარჩენის გზად და ამ ქვეყნის გადარჩენის გზადაც.

სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობისგან ეს ქვეყანა ძალიან შორსაა. ივანიშვილის რეჟიმს ისედაც დაუსწრებლად აქვს უსამართლო განაჩენი გამოტანილი. ამიტომ, ის მოთხოვნაც, რომელიც ასე აქტუალურია დღეს-"მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლოზე დასწრების უფლება", სამართლის ძიების გზა კი არაა, არამედ, ჩვენთან, ხალხთან კონტაქტის ერთადერთი შესაძლებლობაა, მცდელობაა  მოიპოვოს ტრიბუნა, ისევ ჩვენი გამოფხიზლებისთვის. ეს კარგად იცის ივანიშვილმა და ამიტომ არ მიჰყავთ ის სასამართლოზე, თორემ სამართლებრივად მართლა სადავო რომ ჰქონდეთ რამე, ჩვენი თხოვნის გარეშე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა პროცესები.

#თავისუფლებამიშას"- წერს სოციალურ ქსელში ეკა ხერხეულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
🔵52 დაღუპული, მათ შორის 9 მაშველი-აფეთქება ქვანახშირის მაღაროში

🔵მილანში ნიღბის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება

🔵დღეიდან კატალონიის ტერიტორიაზე ახალი კოვიდ შეზღუდვები ამოქმედდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730895391

სოციალური მედია

„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...

ნინი ქარსელაძე

1730891103

საზოგადოება

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა

„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...

ხანძარი ბათუმში

1730889332

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია. ამის შესახებ CNN იუ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1730885933

მსოფლიო

ტრამპი: მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, მე ომების დასრულებას ვაპირებ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ახალ ომებს არ დაიწყებს, არამედ უკვე არსებულ კონფლიქტებს დაასრულებს. „მე არ ვაპირებ ომების დაწყებას. მე ვაპირებ, რომ დავასრულო ისინი“, - თქვ...

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1730883971

საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრ...

საბერძნეთი