დანიაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს - 31 წლის ფრიდონ იაკობიძეს ბათუმში დღეს ჩამოასვენებენ

რამდენიმე დღის წინ დანიაში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ხვალ საქართველოში ჩამოსვენებენ. ბათუმელი ფრიდონ იაკობიძე დანიაში სამუშაოდ იყო წასული. როგორც ახლობლები ამბობენ, ის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, იმ დღეს დანიის აეროპორტში მიდიოდა, როცა სიცოცხლეს გამოსალმეს.
არსებული ინფორმაციით, მას დამნაშავემ სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, დანით მიაყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
"პირველ აპრილს გახდებოდა ფრიდონი 32 წლის. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, 6 წლის და ერთი წლის. დანიაში სამუშაოდ იყო წასული. შვილები, ოჯახი ძალიან ენატრებოდა. ვიცით მხოლოდ ის, რომ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას და ამ დროს მოკლეს. მკვლელობის დეტალები ჩვენთვის უცნობია.
თბილისის აეროპორტში ხვალ ჩამოასვენებენ და ალბათ ამის შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მომხდარზე, თუ რა ვითარებაში და რატომ მოკლეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი, მართლა ძალიან კარგი ბიჭი იყო. ძალიან მტკივა გული და მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ოჯახზე უზომოდ შეყვარებული მამა და მეუღლე იყო. ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ის ჩვენ გვერდით არ იქნება. როგორ უნდა იცოცხლოს მისმა მკვლელმა, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ისე მკაცრად უნდა ისჯებოდნენ ადამიანის მკვლელები, რომ მეორემ არ გაბედოს ასეთი გაუგონარი დანაშაულის ჩადენა. ისეთი მძიმე მდგომარეობაა მის სახლში, რომ ვერავის ვერაფერს ვეკითხები. ერთი ეს ითქვა, რომ ვიღაც აფრო-ამერიკული წარმოშობის მამაკაცმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ხვალ გადმოასვენებენ ჯერ თბილისში, შემდეგ ბათუმში და ალბათ მერე გაირკვევა, იქ რა მოხდა. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკონში აქვთ სოფელი. ვერ დასცალდა სამშობლოში დაბრუნება და ოჯახთან ჩახუტება", - ამბობს ოჯახი ახლობელი.
ფრიდონ იაკობიძის მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა და მას შემდეგ სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ყველა განიცდის მომხდარს და ახლობლები ერთმანეთს უსამძიმრებენ მომხდარს.
წყარო: კვირის პალიტრა
1744808948
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7544 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1744807134
ახალი ამბები17 აპრილს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
17 აპრილს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა დაგეგმილი საგზაო ს...
1744806176
მსოფლიოგერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება
ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის...
1744804348
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს...
1744802534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ურჩევნიათ, საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იციან, მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული
„მათი გადასაწყვეტი რომ იყოს ურჩევნიათ საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იციან, რომ მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოად...