„მეორე დღეს სამშენებლო ხელთათმანები “ჩამახუტეს“ - აწი ამით დაალაგეო“ - ემიგრანტის ისტორია

მედიამაუწყებელი EXCLUSIVETV.GE ხშირად უთმობს პლატფორმას საემიგრაციო თემებსა და ემიგრანტთა  ისტორიებს. დღეს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის, ნინო ორაგველიძის წერილს გთავაზობთ.

“გამარჯობათ ჩემო ქართველო ემიგრანტებო. პირველ რიგში მინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გამძლეობა და მშვიდობით ჩვენს ქვეყანაში მალე დაბრუნება.

მინდა ჩემი დიდი ხნის სათქმელი ვთქვა, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა და დღემდე მაწუხებს. ახლა უკვე მაწუხებს კი არა მახრჩობს, გუშინდელ ფაქტს მოგიყვებით რაც გადამხდა, თან ამით ჩემს სათქმელსაც ვიტყვი!!

მოკლედ, ქალაქ ტარანტოში 3 წლიანი მუშაობის შემდეგ ისევ გადავწყვიტე ქალაქ კასტელანა გროტეში დავბრუნებულიყავი, რადგან „საბუთიანი“ (ლეგალურად მცხოვრები) ვიყავი, ახალ სამსახურში შემოთავაზება მქონდა რომ გადამიხდიდნენ ყველაფერს, „რეზიდენსაცაც“ (ბინაზე ჩაწერა) გამიკეთებდნენ და კონტრაქტსაც მეორე დღესვე გამიფორმებდნენ.

27 მარტი იყო რომ დავიწყე მუშაობა და 1 აპრილს კონტრაქტიც დამიდეს, მე როგორც ყოველთვის გამოვიდე თავი და რადგან ვილაზე ვიყავი ეზოც დავალაგე. მეორე დღეს სამშენებლო ხელთათმანები “ჩამახუტეს“ - აწი ამით დაალაგეო.

მოხუცის წვერის გაპარსვაც და დაბანაც მე დამაკისრეს. ჩემი დასვენების დღეებზეც დილით 8:00 საათზე რომ უნდა მოსულიყვნენ 9:30 საათზე მოდიოდნენ. გუშინ წინ მივწერე ესემესი, რომ მე არც ეზოს დამლაგებელი ვიყავი, არც წვერის მპარსავი და არც ბაბუას დაბანა მევალებოდა, რადგან კონტრაქტში კატეგორია „ავტოსუფიჩენტე“.

ვიცი ახლა ბევრი იტყვის, - მასე ბევრი რამე არ გვევალება, მაგრამ ვაკეთებთო, - მეც გამიკეთებია, მაგრამ მხოლოდ იმათთან ვისაც არ დავუვალდებულებივარ შემდგომში და ელემენტარული მადლობა მაინც უთქვამს, არც ეს შემთხვევა იქნებოდა გამონაკლისი.

ჩემი 5 წლიანი ემიგრაციაში ყოფნის უკვე მერამდენე სამსახურს ვიცვლი აღარც მახსოვს, ზოგისთვის სალაპარაკო თემაც გახდა, - ვერ ჩერდება ერთ ადგილასო!! კი მართალია ვერ ვჩერდები, იქ სადაც არ გვაფასებენ და სადაც ვალდებულს გვხდიან!! ყველამ რომ ასე გავაკეთოთ მერე დაგვაფასებენ. ბევრი ქართველი აფუჭებს აქ სიტუაციას ყველაფერზე თვალს ხუჭავს. მე რომ არ დავხუჭე გუშინ დილით რომ მეგონა რომ დასვენების დღეზე გამოვდიოდი განთავისუფლების ფურცელი მომიტანეს, თან ცუდი დახასიათებით როცა აქამდე „უნიკა ნინა“  ვიყავი!! მეც რა თქმა უნდა ხელი არ მოვუწერე. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სამსახური დავტოვე, კარაბინიერების თანდასწრებით ჩავალაგე ჩემი ბარგი, რომ შემდგომში გაუთვალისწინებელი ბრალდების მსხვერპლი არ გავმხდარიყავი. დახასიათებაც შეცვალეს. 

ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში დამიდგა და მარტო არ დამტოვეს ამ უსიამოვნო მდგომარეობაში. საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი, ფიქრია კუჭუხიძე დამეხმარა გუშინდელი ისტორიის სამართლებრივი გზის გადაჭრაში.

კანონი მარტო სხვებისთვის არ არსებობს, ჩვენთვისაც არის!! ჩვენ ყოველთვის შევძლებთ ჩვენი ხმის ამოღებით ჩვენი უფლებების დაცვას და ასე უფრო დაგვაფასებენ“. - წერს ნინო ორაგველიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიელი რეჟისორი, ქართველებზე დოკუმენტურ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებს

📌 6 წლის ქართველი ემიგრანტის სპორტული წარმატებები იტალიაში

📌 იტალიის მთავრობა, ოფიციალური კომუნიკაციისას, ინგლისური ან სხვა უცხო ენის გამოყენების შემთხვევაში, 100 000 ევრომდე ჯარიმის დაწესებას გეგმავს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1685994920

საქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...

საქართველო

1685955897

ემიგრაცია

"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....  ბავშვობიდან რუსეთში ,...

იტალია

1685740275

სპორტი

6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...

Ჭიდაობა

1685733473

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...

nakrebi

1685732784

სპორტი

ისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...

tenisi