პოლონეთში 27 წლის ქართველი ქალი ქმარმა დანით მოკლა, ცხედარი კი დაწვა - სასამართლომ დამნაშავე კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

2024 წლის 6 მარტს, პოლონეთის ქალაქ ლოძის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდელი ქალის ქმარი დამნაშავედ ცნო როზეტას განზრახ მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

საფარის იურისტის, ეკა მუზაშვილის განმარტებით, ამჟამად, არასამთავრობო ორგანიზაცია Helsinki Foundation for Human Rights-თან ერთად აგრძელებენ  მუშაობას როზეტას შვილებისთვის კომპენსაციის მიღების აღსრულებისა და პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან გულგრილობის გამო სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "საფარმა" გამოაქვეყნა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ როზეტა ყალიჩავა სიცოცხლეში იყო სისტემატური ძალადობის მსხვერპლი და ამის ძირითადი მტკიცებულება ქალსა და თამარ ლუკავას შორის შემდგარი მიმოწერა იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოების დროული მოქმედების შემთხვევაში, ეს ფატალური შედეგი არ დადგებოდა. ძირითადი სასჯელის გარდა, დამნაშავეს როზეტას არასრულწლოვანი შვილებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, თითოეულისთვის დაახლოებით 50 000 ევროს (200 000 პოლონური ზლოტი) ოდენობით", - განმარტავს ორგანიზაცია.

27 წლის როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა 24 მაისს პოლონეთში, საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დასაფარად სახლს ცეცხლი წაუკიდა.

მანამდე ქალმა დასახმარებლად ორგანიზაცია "საფარს" მიმართა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა. ქმარი მაშინ დააკავეს, თუმცა, მხოლოდ 24 საათით.

ოჯახი მიიჩნევს, რომ პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა.

ქალს სამი შვილი დარჩა. ბავშვების მეურვე ამჟამად მოკლული ქალის დედაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744808948

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7544 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1744807134

ახალი ამბები

17 აპრილს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

17 აპრილს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა დაგეგმილი საგზაო ს...

ზოგადი

1744806176

მსოფლიო

გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება

ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის...

ექიმი და ნემსი

1744804348

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს...

ლევან მაჭავარიანი

1744802534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ურჩევნიათ, საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იციან, მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული

„მათი გადასაწყვეტი რომ იყოს ურჩევნიათ საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იციან, რომ მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოად...

ლევან მაჭავარიანი