რატომ არ ბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში?!

ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთ მრავალათასიან ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა თუ რატომ არ, ან ვერ ბრუნდებიან ემიგრანტები სამშობლოში, პოსტი შემდეგი შინაარსის იყო - ემიგრაციაში, უმრავლესობა ერთი, ან ორი წლით მიდის... ყველა ამბობს, რომ როგორც კი ვალებს გადაიხდის, მაშინვე დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ წლები გადის და ფინანსური პრობლემების მოგვარების მიუხედავად, ძალიან ცოტა ბრუნდება დროულად სამშობლოში, ან ჩადიან და შემდეგ მალევე უცხოეთში ბრუნდებიან.

თქვენი აზრით, რატომ რჩებიან ადამიანები სხვა ქვეყანაში, ან თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

გამოკითხვას რამდენიმე ასეული ემიგრანტი გამოეხმაურა. მათი პასუხები არაერთგვაროვანი იყო. ჩვენ ვეცადეთ ისეთი კომენტარები შეგვერჩია, რომელიც შექმნილი მდგომარეობის სრულ სურათს მოგვცემდა.

ა.ა. – „მე წამოვედი  პრობლემის მოსაგვარებლად 1-2 წლით. მოვაგვარე ყველაფერი, დავბრუნდი საქართველოში და ისევ უკან წამოვედი... უსაქმურად სახლში ჯდომას მირჩევნია აქ ვიშრომო და ჩემს შვილებს მივეხმარო. რა პრობლემებიც მე მქონდა ცხოვრებაში, მათ მაინც შევუმსუბუქო  ის ... ჩვენი თაობა ხომ ნაადრევად გაგვიშვეს  უფასო ,,პენსიაზე "...

თ. ჭ. „ორი წელი ვიყავი ემიგრანტი, მეოთხე თვე დაიწყო დავბრუნდი საქართველოში. ყოველ დილით ვაკეთებ იმას, რაც მენატრებოდა. ჩახუტებული მძინავს შვილთან, ალბათ თორმეტამდე. ბედნიერებას მხოლოდ სახლის და შვილების ფერი აქვს ემიგრანტისთვის, მაგრამ გაჩნდა დიდი „მაგრამ“. აქ საშინელი მდგომარეობაა. ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე... წარმოიდგინეთ, ქართული ბორჯომი ლიტრიანი ბოთლით, ლარი და ოთხმოცი თეთრი ღირს. არ ვიცი სადამდე გავძლებ. შიმშილობას და არ ქონებას, ისევ მონობა უნდა ვამჯობინო ალბათ. ჯერ ისევ ჩემს სახლში ვარ. თითქოს დამპირდნენ სამსახურს, მაგრამ ვნახოთ რა როგორ იქნება. სიკვდილივით არ მინდა უკან დაბრუნება ემიგრაციაში.“

ნ. ს. – „პრობლემები არ ილევა და მაგიტომ, არავის უხარია ოჯახის გარეშე ცხოვრება, მაგრამ არც ჩვენი ქვეყანა წავიდა წინ, რომ რაღაც ხელმოსაჭიდი გვქონდეს. შვილები იზრდებიან - მოთხოვნებიც იზრდება. აი, ამიტომ!“

მ. ლ. – „ევროებმა შეყვარება იცის და ვერ ელევიან! 18-20-24 წელი როგორ უნდა გაჩერდე ოჯახს მოწყვეტილი უსიყვარულოდ... ასეა სამწუხაროდ. ვერ ძღება ადამიანის გული ვერა! პ.ს.რა მწარეა სიმართლე არა?“

ქ.ი. – „იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და განვითარება (უბრალო ადამიანების), უკან მიდის, ფასები კი ზევით და ზევით.“

მ.ა. – „3 თვე ვიყავი ჩამოსული და ლამის გული გამისკდა. მაგ ფასებზე მინიმუმ რამდენი უნდა ჰქონდეს ადამიანს შემოსავალი წარმოდგენა არ მაქვს. ან საქართველოში რაზე უნდა იმუშაო ისეთი რომ შესაბამისი ანაზღაურება გქონდეს. მხოლოდ ჭამა ხომ არაა.  თუმცა, საჭმლისთვისაც არ გეყოფა.“

ნ. წ. – „საქართველოში რომ ჩავედი და დავინახე შემოსავლის წყარო არსაიდან იყო, სხვა გზა აბა ვერაფერი ვნახე, დღეში 20 ლარად ვიპოვე სამსახური. საღამოს გამოვიარე, 1 ცალ საზამთროში გადავიხადე 16 ლარი და აი მაშინ კი მივხვდი, რომ იქ ვერაფერს ვიზამდი. აი, ესაა თქვენი კითხვის პასუხიც!“

ი. მ. – „10 წელი ვიყავი ათენში, მერე დამემართა სიმსივნე და ყველაფერი გამიკეთეს ხარჯის გარეᲨე. წავედო საქართველოᲨი და ერთ ქიმიაᲨი 1500 ლარი მომთხოვეს. იქ რომ დამმართნოდა ეს ამბავი, ჩათვალეთ მკვდარი ვიქნებოდი. ცოტა რომ გამოვკეთდი, ისევ ათენში წამოვედი. საქართველოში რომელი კაბინეტში დამსვამდნენ და მამუშავებდნენ. სად არის სამსახურები, მით უმეტეს სოფლებში. 200 ლარი წამლებშიც არ ჰყოფნის ხალხს.“

ი.გ.  - „როცა შენი ქვეყნის მმართველობა  მონასავით გექცევა და არ გაძლევს საშუალებას ღირსეულად გამოიმუშაო საარსებო თანხა იძულებული ხარ გახვიდე ქვეყნიდან და ემსახურო სხვას  რომელიც  გიხდის  უკეთესად .  ყველამ ძალიან კარგად ვიცით 600 ლარად. ოჯახს კი არა თავს ვერ შეინახავ  დღეს კი ყველა სამსახური ამ  დამამცირებელ თანხას გთავაზობს 10 საათიანი რობოტივით მომსახურების სანაცვლოდ .  ჩვენ კი არ გავღორდით მანდ დარჩენილები გაღორდით და მონებად გინდათ ყველა აქციოთ.“

ლ. ი. – „თითქმის 20 წლამდე გაწელილმა "2-მა" წელმა, ფინანსური სტაბილურობის გარდა, საკუთარი თავი მაპოვნინა, როგორც პიროვნებას, უბრალოდ ადამიანს, საჭიროს და დაფასებულს პროფესიონალიზმის მხრივ და ახალიც კი აღმომაჩენინა საკუთარ თავში, ვგულისხმობ წლების მანძილზე უცხოენოვან ჟურნალში პუბლიკაციებს, რაც საქართველოში არც წასვლამდე და არც დაბრუნებულს არ მღირსებია. ერთადერთი და უდიდესი მინუსი ბავშვებთან დაშორება იყო, თუმცა ხშირად ვახერხებდით შეხვედრას. ალბათ გამიმართლა, რომ პროფესიით ვმუშაობდი სპორტულ ცენტრში და პარალელურად საკუთარი კაბინეტიც ავამუშავე. მრავალეროვანი სამეგობრო დღემდე მსტუმრობს საქართველოში. ემიგრაციის წლები ოქროს ციფრებით და ასოებით ჩაიწერა ჩემს ბიოგრაფიაში.“

მ. ო. – „ორი წელი ვიყავი ემიგრაციაში, ვალიც მოვიშორე და სოფელში  პატარა ნაკვეთიც ვიყიდე, მესამე წელია საქართველოში ვარ. ერთი დღეც არ გავჩერებულვარ, სულ  ვმუშაობ, მაგრამ ისეთი მიზერულია ანაზღაურება, ისევ  ვალები ხვდება  ხელფასს, ასე როდემდე იცხოვრებს ადამიანი, ისევ გაქცევაზე მიტომ გვიჭირავს თვალი, მინიმუმ 1500 ლარი მაინც უნდა  იყოს თითოეულის ხელფასი, დღევანდელი  ფასებიდან გამომდინარე.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 თუ ამ მისამართზე მოხვდებით იცოდეთ, რომ იქ სიკეთეა, რომელიც იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებზეც ნაწილდება

📌 ქართველმა ბანმა იტალიაში კლასიკური მუსიკის კონკურსში გაიმარჯვა

📌 სუხიშვილები იტალიაში - მილანის ლა-სკალას თეატრს მსგავსი ოვაციები არ ახსოვს, ბისმა ენრიკო კარუზოს “რეკორდს“ გადააჭარბა (ვიდეო)

📌 “იტალია სავარაუდოდ ესპანეთის მსგავსად “კოვიდ19”-თან ბრძოლის სტრატეგიას შეიცვლის” - დოდუკა ბრატულიჩი

📌 ბერძენმა სამართალდამცველებმა, მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი შეცდომით დააკავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741973228

მსოფლიო

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...

ტრამპი: პუტინი

1741971621

მსოფლიო

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...

მარკ კარნი

1741969756

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...

 დენის შმიგალი

1741968663

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...

მარიამ ლაშხი

1741967694

საზოგადოება

ფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი

წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...

ფსიქიატრი