"თვალწინ შენი ბოლო ამოსუნთქვა რატო მანახე... ცოცხლად მომკალი დე" - იტალიაში 37 წლის ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ემიგრანტი, 37 წლის ნათია ქადარია გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ გულის შეტევით დაიღუპა.
37 წლის ემიგრანტი ზუგდიდიდან იყო.
,,ხომ იცით, გაჭირვება ყველაფერს ავიწყებს ადამიანებს და წავიდა.
სახლი იყიდეს და სახლს მოვაწყობო და აი ვერც მოასწრო, გოგო ახლა ამთავრებდა სკოლას და მისთვის შევაგროვებო და წამოვალო აპრილის ბოლოს მოდიოდა და ვერც დასცალდა.
წელიწადიც არ იქნება რაც წავიდა იტალიაში.
გარდაცვალების დღეს, თავის შვილს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რაღაც კარგად ვერ ვარო და წაიქცაო.
ტელეფონი ხომ გაუვარდა ხელიდან საათ ნახევარი ვეძახოდიო, დედა დედაო და არ მპასუხობდაო. ანუ ნახეს რომ წაიქცა და ის ვისაც უვლიდა ის ქალიც ყვიროდა თურმე და მერე მიხვდნენ რომ გარდაიცვალა.
სასწრაფო რომ მოვიდაო იმათი ხმაც გვესმოდაო და მერე აიღესო ტელეფონი იატაკზე იდო ალბათ. სასწაული ნახა თავის შვილმა ასეთი ბედისწერა არ ვიცი მართლა“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ცხედრის ექსპერტიზას 10-15 დღე დასჭირდება,რის შემდეგ იტალიიდან ჩამოასვენებენ ზუგდიდში თავის სახლში და მერე ენგურის ხიდით გადაასვენებენ ოკუპირებულ გალში.
,,განა ეს იყო დედი ჩვენი ბოლო შეხვედრა? რატომ დე რატომ? ღმერთმა რატო გამწირა ისე რომ უდედოდ გავაგრძელო ცხოვრება. უშენოდ გული მიკვდება ცივი მიწისთვის როგორ გაგიმეტო დე.
უშენოდ რომ ვერ ვძლებდი ერთმანეთს სულ ვურეკავდით ახლა ვის დაველაპარაკო?
თვალწინ შენი ბოლო ამოსუნთქვა რატო მანახე ცოცხლად მომკალი , რომ მცოდნოდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო არ გაგიშვებდი დე არაა“, - წერს გარდაცვლილი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.
1744808948
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7544 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1744807134
ახალი ამბები17 აპრილს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
17 აპრილს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა დაგეგმილი საგზაო ს...
1744806176
მსოფლიოგერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში ედება
ბერლინის პროკურატურამ გერმანელ ექიმს ბრალი 15 პაციენტის მკვლელობაში წაუყენა. 40 წლის ეჭვმიტანილმა, 2021 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე, 12 ქალი და 3 მამაკაცი, სასიკვდილო ნარკოტიკების კოქტეილის...
1744804348
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დაუნდობელ ბრძოლას ვაცხადებთ ნარკორეალიზატორების მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ დაუნდობელ ბრძოლას იწყებენ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, ნარკორეალიზატორებს...
1744802534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ურჩევნიათ, საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იციან, მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული
„მათი გადასაწყვეტი რომ იყოს ურჩევნიათ საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იციან, რომ მათი რეიტინგი ძალიან დრამატულად არის შემცირებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოად...