„ჩემი სახლი უშენოდ ცარიელია“ - ბერძენი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში ატირდა, როცა შეატყობინეს, რომ მასთან დასაქმებული ქართველი ქალი დაიღუპა

"ჩემი სახლი უშენოდ ცარიელია..." - ეს სიტყვები ბერძენმა ტელეწანყვანს ეკუთვნის. რომელმაც, პირდაპირ ეთერში გაიგო, რომ მის ოჯახში მომუშავე ქართველი ემიგრანტი ქალი დაიღუპა.
ტელეწამყვანმა, რომელსაც პირდაპირ ეთერში აცნობეს ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ, ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, თუმცა გადაცემის წაყვანა მაინც გააგრძელა.
წამყვანმა აღნიშნა, რომ ქართველი ქალი მისთვის ოჯახის წევრივით იყო.
“მშვიდად განისვენე, არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო საყვარელო ქალბატონო, რადგან საკუთარ შვილზე მეტად მიფრთხილდებოდი.
ულამაზესი სული გქონდა, სიყვარულით, რწმენითა და სიკეთით სავსე. შენ მე უკეთესი ადამიანი გამხადე, უკვე ძალიან მენატრები და ჩემი სახლი უშენოდ ცარიელია…
სიტყვებს არ შეუძლიათ ცრემლების შეშრობა… არასოდეს დაგივიწყებ! მადლობა ყველაფრისთვის!
მოდი ხოლმე და ისევ მომეცი რჩევები, როგორც ყოველთვის…” - დაწერა სოციალურ ქსელში მოგვიანებით ტელეწამყვანმა.
სამწუხაროდ, საბერძნეთში ავარიის შედეგად ქართველი ემიგრანტი, თერჯოლის მკვიდრი 66 წლის მედეა შუღლაძე დაიღუპა.
1685994920
საქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...
1685955897
ემიგრაცია"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან
ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება.... ბავშვობიდან რუსეთში ,...
1685740275
სპორტი6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...
1685733473
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...
1685732784
სპორტიისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...