ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა საბერძნეთს სტუმრობს, მღვდელმთავარმა თესალონიკის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მეუფე საბა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება.

ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს: 

"2022 წლის 13 თებერვალს, მისი ყოვლადუწმინდესობის თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზის კურთხევით, თესალონიკში არსებულ წმინდა დიდმოწამე დიმიტრი მირონმდინარის (თესალონიკელი) სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღასრულა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა და წმინდა სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი)." 

მღვდელმთავარს თანამსახურებდნენ წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძრის წინამძღვარი, ყოვლადღირსი არქიმანდრიტი დამასკონოსი, საბერძნეთში საგანმანათლებლო მისიით წარმოგზავნილი ჩვენი ეპარქიის ორი მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ირინეოსი და მღვდელ-მონაზონი იერონიმე, ასევე თესალონიკის სამიტროპლოიტოს სხვა მღვდელმსახურები.

ლიტურგიის დასასრულს ტაძრის წინამძღვარმა, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრისადმი წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა, ასევე თავის მხრივ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, ჩრდ. ამერიკის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა საბამ, სადაც განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნა თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზს მასპინძლობისათვის და ისაუბრა საქართველოსა და ელადის მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის არსებულ ძმურ და ისტორიულ ურთიერთობაზე, რისთვისაც მადლობას წირავს უფალს!"

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა განაგრძობს მომლოცველობით ვიზიტს საბერძნეთის რესპუბლიკაში”.

წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი.

ასევე საინტერესოა

🔵დაცვის თანამშრომელს შეყვარებული ქალი, მანქანაში 20 საათი დაბმული ჰყავდა და მის გაგუდვას აპირებდა

🔵 საბერძნეთში მომხდარი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა - დოკუმენტური ფილმი "კაროლაინი" -ს პრემიერა

🔵საბერძნეთში, გემზე ცეცხლის ალყაში მოქცეული ორი მგზავრი გადაარჩინეს, ხუთი კი ცოცხალი იპოვეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი

1741078518

საზოგადოება

ლევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია

მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი

1741077851

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...

ააა

1741075487

საზოგადოება

საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...

საჭმელი ზეთი

1741074777

მსოფლიო

CNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...

ჩინეთის დროშა