„იავნანამ რა ჰქმნა" - ათენში  ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის ახალ სივრცეში ღია გაკვეთილი ჩატარდა

ათენში  ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაციის ახალ სივრცეში ქართული  ენისა და ლიტერატურის პირველი ღია გაკვეთილი ჩატარდა.

ინფორმაციას საქართველოს საკონსულო ავრცელებს. მათივე ცნობით, პედაგოგ თამარ აფციაურთან ერთად მოწაფეებმა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა’’ განიხილეს. ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს საელჩო საბერძნეთში, აგრეთვე ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უცხო ენათა სკოლის ქართული ენის ლექტორი, ფილოლოგიის დოქტორი თეონა ბერიძე და ათენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გიორგი ნადირაშვილი. ღონისძიების ფარგლებში საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს მიმართა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დეა მუმლაძემ. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და ორგანიზაციის ხელმძღვანელს ახალგაზრდა თანამემამულეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში ჩადებული შრომისთვის. აღუთქვა მხარდაჭერა და მოიწვია საქართველოს საელჩოში მოახლოებული დედაენის დღის აღსანიშნავად. საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც  დგას საზღვარგარეთ ემიგრანტების ახალგაზრდა თაობა. ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უცხო ენათა სკოლის ქართული ენის ლექტორმა თეონა ბერიძემ ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართული ენის შესწავლის საკითხის მნიშვნელობაზე. ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებასმღვდელმსახურმა მამა გიორგი ნადირაშვილმა მიმართა და მოსწავლეებს და სტუმრებს ქრისტიანული ღვთისმეტყველების საფუძვლებზე ესაუბრა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1685994920

საქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...

საქართველო

1685955897

ემიგრაცია

"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....  ბავშვობიდან რუსეთში ,...

იტალია

1685740275

სპორტი

6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...

Ჭიდაობა

1685733473

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...

nakrebi

1685732784

სპორტი

ისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...

tenisi