საბერძნეთში არავაქცინირებულ პირებზე შეზღუდვები მკაცრდება
„საბერძნეთში არავაქცინირებულ პირებზე შეზღუდვები მკაცრდება“, ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნამდვილად არის არავაქცინირებული პანდემია და მოქალაქეები, რომლებიც 22 ნოემბრამდე არ აიცრიან, კატეგორიულად აეკრძალებათ ვიზიტი ნებისმიერ დახურულ სივრცეში, მაშინაც კი, თუ მათ Covid-19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ.
არავაქცინირული პირები ვეღარ შევლენ: რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, სპორტულ დარბაზებში, საჯარო დაწესებულებებში.
ეკლესიაში კი, მხოლოდ ის მოქალაქეები შევლენ, ვისაც კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 60 წელს გადაცილებულმა პირებმა უნდა გაიკეთონ მესამე ვაქცინა ე.წ. ბუსტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ასევე აეკრძალებათ თავისუფალი გადაადგილება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
საბერძნეთი ამ გადაწყვეტილებით, შეუერთდა ევროპის რამდენიმე ქვეყანას. რომლებმაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, უკვე დააწესა შეზღუდვები.
საბერძნეთში ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებულია, 11 მილიონიდან მოსახლეობის დაახლოებით, 62 პროცენტი. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ნოემბრის დასრულებამდე ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს მიაღწევს.
საბერძნეთში ახალი წესების მიხედვით, 60 წელს გადაცილებულთა ვაქცინაციის სერტიფიკატები ძალაში იქნება, მისი გაცემიდან შვიდი თვის განმავლობაში, რათა წაახალისონ მოქალაქეები აიცრან ბუსტერ - დოზით.
საბერძნეთში გუშინ კორონავირუსის ინფექცია 7,317 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 63 მოქალაქე.
პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 861117-ს მიაღწია, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 17075-ს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიამ, გერმანიამ, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა უკვე შეუზღუდეს არავაქცინირებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლა და გადაადგილება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵იტალია, კოვიდვაქცინის მესამე დოზით, 40 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრას იწყებს
1730901498
ახალი ამბებიწიწამურში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი
წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. დაიღუპა 1 და დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყ...
1730899898
სოციალური მედია„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...
1730898883
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...
1730895391
სოციალური მედია„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...
1730891103
საზოგადოებამუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა
„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...